TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„სკოლის წარმატება ნიშნავს წარმატებულ, მომავალზე ორიენტირებულ, ჰუმანურ, პროგრესულ მოსწავლეს“ - მერაბ დარჯანია, თეკლათის საჯარო სკოლის დირექტორი 
05-07-2024
-
+


სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ თეკლათის საჯარო სკოლის დირექტორი მერაბ დარჯანიას განათლებული მომავალი თაობების აღზრდის საქმედ ერთგულად, დიდი პასუხისმგებლობით, მოსწავლეთა სიყვარულითა და შრომისმოყვარეობით ემსახურება. ზრუნავს, რომ აღზარდოს პროგრესული, წარმატებულ მომავალზე ორიენტირებული მოსწავლეები, მასწავლებლებს კი შეუქმნას ყველა პირობა რეალიზებისთვის. 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს თეკლათის საჯარო სკოლის დირექტორი მერაბ დარჯანია პასუხობს.

- სკოლის წარმატება ნიშნავს...

- წარმატებულ, მომავალზე ორიენტირებულ, ჰუმანურ, პროგრესულ მოსწავლეს, მოზარდს და სრულად რეალიზებულ მასწავლებელს.

- დარიგება, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება...

- ალბათ, მრავალი დარიგება კეთილის მსურველებისაგან, თუმცა - მთავარი: კრიტიკულ ვითარებაში ვმართო საკუთარი ემოციები და ცივი გონებით ვიმოქმედო.

- აბიტურიენტებს ვურჩევდი...

- სწორად განჭვრიტონ საკუთარი ადგილი მომავლში, მიჰყვნენ გონებისა და გულის კარნახს. ყოველი გამოცდა მხოლოდ გააძლიერებთ და თავდაჯერებულობას შეჰმატებთ.

- ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანია... 

- თვითრეალიზება, სწრაფვა საკუთარი მიზნებისაკენ, მედეგობა ცხოვრებისეული გამოწვევების მიმართ.

- მოსწავლის სიყვარული ნიშნავს...

- მის მოთმენას, გაგებას, ემპათიას, თანალმობას, თანაგრძნობას, დახმარებას, მეგობრობას.

- წიგნი რომლის წაკითხვასაც ვურჩევდი მოსწავლეებს ზაფხულში...

- ასეთი მრავალი წიგნია, თუმცა აუცილებლად ვურჩევდი წაეკითხათ ჯემალ ქარჩხაძის „ზებულონი“.

- საკუთარ თავს ვუსურვებდი...

- ჩვეული ერთგულებითა და პასუხისმგებლობით, მოსწავლეთა სიყვარულითა და შრომისმოყვარეობით თანამედროვე ცხოვრებისეული გამოწვევების გამკლავებით შევძლო ჩემი ცხოვრების გაგრძელება.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება
სკოლები
პირველკლასელები სიხარულით შეუერთდნენ მასშტაბურ გარემოსდაცვით პროგრამას
 

პატარებმა თავიანთი წვლილი შეიტანეს გარემოს გამწვანებაში

ეს დღე ბავშვებისთვის განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი იყო

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება