სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N32 საჯარო სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო ინგლისურენოვან კონფერენციაში მონაწილეობდნენ
08-07-2024
-
+


ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის 2023-2024 სასწავლო წელი მეტად საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა. მოწაფეები იღებდნენ, როგორც ხარისხიან ფორმალურ განათლებას, ასევე აქტიურად იყვნენ ჩართულნი არაფორმალური განათლების პროექტებში. 

18 მაისს, აწსუ-ს ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტის ორგანიზებითა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტისა და ფულბრაიტის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით, გაიმართა ყოველწლიური საერთაშორისო ინგლისურენოვანი კონფერენცია - British, American and Georgian Studies („ბრიტანული, ამერიკული და ქართული ყოფითი თავისებურებები“).

ინგლისური ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტის სტუდენტებთან ერთად მონაწილეობდნენ, ქუთაისის 25 სკოლის, თბილისის, ფოთის, ზუგდიდის, წყალტუბოს, საჩხერის, სავანის, გორისის, ჭიათურის, ცუცხვათის, ტყიბულის და გელათის საჯარო სკოლების მოსწავლეები.

მათ შორის იყვნენ ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლის მე-10გ კლასის მოსწავლე თამარ ცეცხლაძე თემით - „ემპათიის ძალა“ (The power of empathy) და მე-11ა კლასის მოსწავლეები მარიამ ფირცხალავა და ტარიელ ჭიპაშვილი თემით - „ერთად თუ ცალკე?“ (“With or without?”).

აღსანიშნავია, რომ სკოლა პირველად მონაწილეობდა აღნიშნულ კონფერენციაში და შესაბამისად, მოსწავლეებსაც არ ჰქონიათ ასეთი მასშტაბის კონფერენციაში მონაწილეობის გამოცდილება. მათ ღირსეულად წარადგინეს საკუთარი თავი და გამოავლინეს ინგლისურ ენაზე ეფექტური პრეზენტაციისა და დისკუსიაში მონაწილეობის შესანიშნავი უნარი.

დეპარტამენტის და აწსუ-ს ენათა ცენტრის პერსონალთან ერთად მოხსენებების შეფასებაში მონაწილეობდნენ უცხოელი ექსპერტები და ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტის ფულბრაიტ თანამშრომლები - პოლ ტუკი და ჯეიკობ ბაიერლი.

მოსწავლეთა ინგლისური ენის მასწავლებლები - თამარ ციცვიძე და ქეთევან კუბლაშვილი არიან. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

გაკვეთილზე მოსწავლეებმა გამოიყენეს საინტერესო რესურსი - „ბორბალი“

მოსწავლეები, დამრიგებლის ნინო ჭონქაძის ხელმძღვანელობით, ძველ თბილისს ესტუმრნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება