სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ქალთა ღვაწლი მეცნიერებაში“ - საინტერესო ინგლისურენოვანი კონფერენცია ქუთაისის N32 საჯარო სკოლაში
05-07-2024
-
+


ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლაში 2023-2024 სასწავლო წელი გაჯერებული იყო მრავალფეროვანი საგანმანათლებლო ღონისძიებებით. აღინიშნებოდა არაერთი მნიშვნეოვანი თარიღი და მოვლენა, მოსწავლეებიც აქტიურობით გამოირჩეოდნენ და ცოდნასა და შესაძლებლობებს წარატებით წარმოაჩენდნენ. 

მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღე.

სკოლაში გაიმართა მოსწავლეთა სასკოლო ინგლისურენოვანი კონფერენცია თემაზე - „ქალთა ღვაწლი მეცნიერებაში“, რომელშიც მონაწილეობდნენ მე-9ა და მე-9ბ კლასის მოსწავლეები.

დამსწრე საზოგადოება გაეცნო მსოფლიოში ცნობილი ქალი მეცნიერების მიღწევებს და მათი ღვაწლის მნიშვნელობას მეცნიერების სხვადასხვა დარგის განვითარებაში. კონფერენციას ინტერაქტიული ხასიათის იყო, რამაც განაპირობა მსმენელთა აქტიური ჩართულობა და განსაკუთრებული ინტერესი.

დასასრულს, სკოლის დირექტორმა - გია მაღლაკელიძემ აღნიშნა, რომ ქალ მეცნიერებს დიდი როლი მიუძღვით მეცნიერების განვითარებაში და მისასალმებელია, რომ მათი შრომა თანამედროვე სამყაროში გაცილებით მეტად ფასობს, ვიდრე ეს გასული საუკუნის პერიოდში ხდებოდა. მან მადლობა გადაუხადა მოსწავლეებს გაწეული მუშაობისთვის, თემების უნაკლოდ წარდგენისთვის და კონფერენციაში წარმატებით მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცა.

მოსწავლეთა ინგლისური ენის მასწავლებელი ქეთევან კუბლაშვილი გახლავთ. 

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება