სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სამი მთავარი ცვლილება მასწავლებელთა სქემაში - სამინისტრო დეტალებზე
18-06-2024
-
+


საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ცვლილებები განხორციელდა.

„სქემა ჩერდება - სტატუსები რჩება“ - განათლების მინისტრი დეტალებზე

პედაგოგების ახალი სახელფასო სისტემის დანერგვის კვალდაკვალ, იწყება აქტიური მუშაობა მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის განვითარების მიმართულებით. ამ მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მიერ შეიქმნა სპეციალური ინკლუზიური კომისია, რომელიც მიმდინარე წლის ბოლომდე წარმოადგენს მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის დახვეწილ და გაუმჯობესებულ მოდელს. განახლებული სქემა დაეფუძნება საერთაშორისო რეკომენდაციებს, ეროვნული პრაქტიკის ანალიზსა და კვლევებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე არსებულ სქემაში შემდეგი ცვლილებები განხორციელდა:

• 2025 წლის 1 იანვრამდე შეჩერდა სქემის იმ მუხლების მოქმედება, რითაც რეგულირდებოდა წამყვანი/მენტორი მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მინიჭების გზები.

• სკოლის ბაზაზე მასწავლებლის პროფესიული განვითარების სისტემის დანერგვის და მასწავლებელთა ინტერესებზე მორგებული სერვისების შეთავაზების მიზნით, სქემაში შეჩერდა მუხლი, რომელიც მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის სავალდებულო ტრენინგების გავლას განსაზღვრავს.

• მასწავლებლებს, რომლებსაც ჩაბარებული აქვთ კარიერული წინსვლის უნარების გამოცდა და არ წარუდგენიათ ან დაუხარვეზდათ პორტფოლიო, 2024-2025 სასწავლო წლის დაწყებამდე მიეცემათ პორტფოლიოს დაცვის შესაძლებლობა.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ახალი მოდელი ორიენტირებული იქნება მასწავლებლის ინტერესებზე მორგებული სისტემის შექმნასა და სასკოლო საზოგადოების მაქსიმალურ ჩართულობაზე.

მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ახალ მოდელზე მუშაობის დაწყების გადაწყვეტილება ეფუძნება საერთაშორისო გამოცდილების გაანალიზების, სსიპ საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევებისა და სასკოლო საზოგადოების მხრიდან მიღებულ უკუკავშირებს, რომლებმაც ცხადყო, რომ სქემა საჭიროებს გადახედვასა და განვითარებას.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება