სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„სქემა ჩერდება - სტატუსები რჩება“ - განათლების მინისტრი დეტალებზე
17-06-2024
-
+


„1-ელი ივლისიდან ჩვენი ღირსეული, ღვაწლმოსილი, დამსახურებული პედაგოგებისთვის მოხდება ანაზღაურების უპრეცედენტო ზრდა - ასეთი დიდი ნახტომი მრავალი წელია არ გვქონია“, - განაცხადა განათლების მინისტრმა სატელევიზიო ეთერში და დასძინა, რომ პედაგოგთა სახელფასო პოლიტიკის ცვლილებასთან ერთად, დაწყებულია მუშაობა კარიერული წინსვლის სქემის განახლებაზე;

სახელფასო ფორმულა ცნობილია - სტაჟის, საგაკვეთილო საათების, აკადემიური ხარისხისა და სტატუსის მიხედვით ემატებათ პედაგოგებს ანაზღაურება

როგორც გიორგი ამილახვარმა აღნიშნა, დოკუმენტი წლის ბოლომდე შემუშავდება, მანამდე კი მასწავლებელთა კარიერული წინსვლის სქემა ჩერდება.

„სქემამ ძალიან დიდი გამოცდილება დააგროვა სისტემაში და სწორედ ახალი სახელფასო პოლიტიკის კვალდაკვალ მივიღეთ გადაწყვეტილება, გავაუმჯობესოთ კარიერული წინსვლის დოკუმენტი.

ვისაც სტატუსი მოპოვებული აქვს, რჩება - ჩვენ სტატუსებს არ გავაუქმებთ, მაგრამ ამ ეტაპზე მივიღეთ გადაწყვეტილება, დავიწყოთ სქემის განვითარებაზე მუშაობა, რომელიც  შედეგებზე იქნება დაფუძნებული... თავად სკოლამ, თავად პედაგოგის მიღწევებმა გამოარჩიოს მასწავლებლის ღირსებები.

არსებულ სქემაში აღმოჩნდა გარკვეული საკითხები, რომლებიც განვითარებას საჭიროებს, ამიტომ არსებული სქემა ჩერდება წლის ბოლომდე.

ვისაც დაწყებული აქვს სტატუსის ამაღლების პროცესი, ამის შესაძლებლობას მივცემთ. წლის ბოლომდე კომისია დადებს ისეთ მოდელს, რომელიც პირველ რიგში უპასუხებს ზოგად განათლებაში განათლების ხარისხის განვითარებას და პედაგოგების მოთხოვნას - შეიძლება ნაკლებ ბიუროკრატიულ საკითხში ყოფილიყვნენ ჩართულები და კონცენტრირებულიყვნენ მოსწავლის ინტერესებზე“, - აღნიშნა განათლების მინისტრმა.




კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლის საიმიჯო, 120 წამიანი კლიპის გადაღება 220 ათასი ლარი დაჯდა - დეტალები

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„საქართველოში გახშირებული უფასო ოლიმპიადების დიდი ზიანი - სამწუხაროდ, არაპროფესიონალები ამ სისტემაშიც შემოიჭრნენ“

რა შემთხვევაში მოგიწევთ 150 ლარის გადახდა გამოცდებზე რეგისტარციისას

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბება“

„ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, განათლების ნებისმიერი მოდელი მხოლოდ მაშინ იქნება სრულყოფილი, როდესაც ის თანაბრად ხელმისაწვდომი გახდება ყველა მოსწავლისთვის“

ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეებისათვის თანამედროვე, ავტომატიზებული საწარმოო ხაზებისა და მინერალური წყლის წარმოების ტექნოლოგიური პროცესების გაცნობა
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება