| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ზურაბ იარაჯულის სახელობის ქალაქ თბილისის N106 საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი, სადაც მოსწავლეთა ჯანსაღი ცხოვრების წესით დაინტერესებას დიდი ყურადღება ექცევა.
ამჯერად, დაწყებით მე-36 და მე-37 კლასებში, სწორედ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით დამრიგებლებმა - ნ.მუშკუდიანმა და ნ. ღვინიაშვილმა, მშობლების ჩართულობით პროექტი „მხიარული სტარტები“ განახორციელეს.
სპორტულ-გასართობი ღონისძიების ფინალში ორი გუნდი - „შევარდენი" და „ავაზა“ მონაწილეობდა. მოსწავლეებთან ერთად, აქტივობებში მშობლებიც ჩაერთნენ, რაც სახალისო და შთამბეჭდავი იყო.
„მხიარულ სტარტებს“ კომპეტენტური ჟიური, შემდეგი შემადგენლობით, ხელმძღვანელობდა: ბადრი ფიფია, ნინო ჯავახიშვილი, მანანა ბაბუნაშვილი.
სხვადასხვა ნომინაციებისა და შესრულებული გასართობი ნომრების დასასრულს, გუნდები ჟიურისგან სიგელებით დაჯილდოვდნენ. კმაყოფილმა მაყურებელმა კი მქუხარე აპლოდისმენტები არ დაიშურა.
იხილეთ ვიდეო:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს
ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს
პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ