სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კრწანისის საჯარო სკოლაში მათემატიკური ვიქტორინა ჩატარდა 
06-06-2024
-
+


გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კრწანისის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო, მრავალფეროვანი და საგანმანათლებლო სახის აქტივობებითაა დატვირთული.

ამჯერად, სკოლის მე-4 კლასში მათემატიკური ვიქტორინა-კონკურსი ჩატარდა, რომელსაც პედაგოგი ქეთინო ქევხიშვილი ხელმძღვანელობდა.

აღნიშნულ ვიქტორინაში ყველა მოსწავლე მონაწილეობდა. 

მოსწავლეებმა ხალისითა და მონდომებით შეასრულეს სხვადასხვა სახის დავალება.

„მათ, მათემატიკის პროგრამული მასალის საფუძვლიანი ცოდნა გამოამჟღავნეს“, - გვიყვებიან სკოლაში.

მოსწავლეთა ნამუშევრებს, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ოპერატიულად ამოწმებდა და აფასებდა კომპეტენტური ჟიური - ნაზი ჩარქსელიანის, თამარ პოპიაშვილისა და მაია თევზაძის შემადგენლობით.

კონკურსს ესწრებოდნენ დაწყებითი კლასების მასწავლებლები და მოწვეული მშობლები.კონკურსზე მიწვეული სტუმრებიც ასევე ჩართულნი იყვნენ სახალისო დავალებების შესრულებაში.

ვიქტორინაში გამარჯვებული მოსწავლეები სიგელებით დაჯილდოვდნენ.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ცოდნის წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პროფესიულებში რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და დეტალები

„რეპეტიტორიუმისთვის“ პედაგოგებს გადავამზადებთ - მინისტრის განმარტებები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

მოსწავლეებმა სკოლის კარი დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს

 

 

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება