| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩიანის საჯარო სკოლაში დიდი ჟრიამული და მხიარულება იყო.
იქ მე-11ა და მე-11ბ კლასის მოსწავლეებმა, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დაწყებითი კლასის მოსწავლეებს სახალისო ნომრები წარუდგინეს.
მათ შეჯიბრი მოაწყვეს, პატარა მოსწავლეები ამღერეს და აცეკვეს. რასაკვირველია, თითოეულ აქტივობაში თავადაც უდიდესი მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ. შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიების მაყურებლები და სკოლის პედაგოგები ულამაზესი სანახაობით კმაყოფილები იყვნენ. სადღესასწაულო განწყობას კი არაჩვეულებრივად მორთული გარემო კიდევ უფრო ამაღლებდა.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი