სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ცრურწმენები და სტერეოტიპები ჩვენ გარშემო“ - ქუთაისის N45 სკოლის მედიაწიგნიერების კლუბში საინტერესო პროექტი განხორციელდა
05-06-2024
-
+


ქუთაისის N45 საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო და მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ორიენტირებული სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. 

მეტად შემეცნებითია სასკოლო პროექტი - „ცრურწმენები და სტერეოტიპები ჩვენ გარშემო“, რომელიც მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა

„სტერეოტიპი არის ფართოდ გავრცელებული რწმენა ან მოსაზრება გარკვეული სოციალური ჯგუფის, ეროვნების, რასის ან კულტურის შესახებ, რომელიც მიღებულია საზოგადოების დიდი ნაწილის მიერ. ხშირად, ეს არის ნეგატიური, წინასწარ ჩამოყალიბებული წარმოდგენა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მიკერძოებული განსჯა და დისკრიმინაციული ქმედება, გაამწვავოს სოციალური უთანასწორობა,  შეაფერხოს ინკლუზიურობა და მრავალფეროვნება.

ცრურწმენა არის ირაციონალური შიში იმისა, რომ აწმყოში გარკვეულმა ქმედებებმა ან მოვლენებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ადამიანის მომავალზე. ყველა ქვეყანას აქვს თავისი უნიკალური ცრურწმენები, რომლებიც განიხილება, როგორც  კულტურული ფენომენი და ასახავს კონკრეტული ქვეყნის საზოგადოების ფსიქოლოგიას.

თანამედროვე ადამიანები ნაკლებად ექვემდებარებიან ცრურწმენებსა და სტერეოტიპებს, მაგრამ საზოგადოების რაღაც ნაწილში ის მაინც არსებობს. ხალხის ცნობიერებაში ფესვგადგმული რწმენები  ხშირად არ ექვემდებარება გონივრულ განსჯას და ადამიანს გარკვეულ ჩარჩოებში აქცევს“, - პროექტის მნიშვნელობაზე საუბრისას გვეუბნებიან სკოლაში და დასძენენ, რომ სწორედ ამ საკითხებთან დაკავშირებით, ქუთაისის N45 საჯარო სკოლაში დაფუძნებულ „მედიაწიგნიერების კლუბში“ ჟესტური ენის თარჯიმნების, ქართული ენისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლების ჩართულობით განხორციელდა სასკოლო პროექტი - „ცრურწმენები და სტერეოტიპები ჩვენ გარშემო“.

პროექტში ​VI-IX კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

პროექტის მიზნებია:

  •  მოსწავლეებმა გააცნობიერონ, თუ როგორ უწყობს ხელს ნეგატიური სტერეოტიპები უსამართლო მოპყრობასა და დისკრიმინაციას საზოგადოებაში;
  •  განუვითარდეთ   კრიტიკული დამოკიდებულება ცრურწმენებისა და მაგიური სიმბოლოების მიმართ;
  •  შეძლონ თანატოლების ინფორმირება აღნიშნულ საკითხებზე.  

პროექტი მოიცავდა შემდეგ აქტივობებს:

  •  პრეზენტაცია საზოგადოებაში გავრცელებული სტერეოტიპებისა და ცრურწმენების შესახებ;
  • სტერეოტიპებთან დაკავშირებული ტერმინოლოგიის გაცნობა/შესწავლა ჟესტურ ენაზე (ადაპტირებული საინფორმაციო ბარათები);
  • საგანმანათლებლო ფილმებისა და ანიმაციების ჩვენება/განხილვა: რეჟისორ სტივენ ჩბოსკის მხატ. ფილმი: „საოცრება’’;  ანიმაციები: „ცრურწმენები“, „ქალები და სტერეოტიპები“, „სიმართლე კულტურული კლიშეების მიღმა“;
  • ცრურწმენებისა და სტერეოტიპების ანალიზი ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე შესწავლილი მხატვრული ტექსტების მიხედვით: ნ. დუმბაძის „ბოშები“, „ხაზარულა“. ასევე, ქართულ მხატვრულ ფილმში „ნატვრის ხე“ ცრურწმენებთან დაკავშირებული ფრაგმენტების განხილვა;
  • მასწავლებლის ინსტრუქციით, მოსწავლეების მიერ მაგიური სიმბოლოების შესახებ (თილისმები, ამულეტები) ინფორმაციის მოძიება და  Canva-ს ციფრულ რედაქტორში ვიდეორგოლის შექმნა.

საინტერესოა მოსწავლეთა წარდგენილი პრეზენტაციები:

1. „სტერეოტიპები, რომლებიც თანამედროვე სამყაროში თანდათან ქრება“;

2. „საქართველოში გავრცელებული ცრურწმენები“;

ასევე გაიმართა ინტერაქტიული დიალოგი ფინანსური სტერეოტიპების შესახებ: „ბიჭები უკეთესად აზროვნებენ მათემატიკაში“, „ფინანსური განათლება მხოლოდ ბიზნესმენებს სჭირდებათ“, „ოჯახის ბიუჯეტი მხოლოდ მამაკაცმა უნდა მართოს“, “ქალს ფინანსები მხოლოდ „შოპინგისთვის“ და პირადი მოხმარებისთვის სჭირდებათ“.

მოსწავლეება შეასრულეს ერთ-ერთი ინტერნეტ-გამოცემის სახალისო ქვიზები:

  • შეგიძლია ფინანსური სტერეოტიპების დამსხვრევა?
  • შეგიძლია გენდერული სტერეოტიპების წინააღმდეგ ბრძოლა?

სკოლაში აღნიშნავენ, რომ ჟესტური ენის თარჯიმნების მხარდაჭერით, მოსწავლეები თავად წარმართავდნენ საინფორმაციო შეხვედრებს თანატოლებისთვის ამა თუ იმ საკითხზე. ისინი აქტიურად იყვნენ ჩართულები  ყველა აქტივობაში, რამაც ნამდვილად შეუწყო ხელი კრიტიკული აზროვნების უნარების გაუმჯობესებას.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

მოსწავლესთან ერთად საგანმანათლებლო პროცესიც შეფასდება - მინისტრის ბრძანება 

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება