სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დამიის საჯარო სკოლიდან სამი მე-12 კლასელი ღონისძიებით გააცილეს
05-06-2024
-
+


მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დამიის საჯარო სკოლიდან კიდევ ერთი თაობა დიდი სიყვარულით გააცილეს. 

მე-12 კლასელებისთვის სკოლის ბოლო ზარი საზეიმოდ დაირეკა. 

აღსანიშნავია, რომ სკოლა მცირეკონტიგენტიანია და მეთორმეტე კლასი წელს მხოლოდ სამმა მოსწავლემ დაამთავრა. რაც შეეხება მომავალ პირველკლასელებს, ახალ სასწავლო წელს სკოლის კარებს შვიდი მოწაფე შეაღებს.

საზეიმო ღონისძიებისთვის მზადებაში მთელი სკოლა აქტიურად იყო ჩართული. სცენიდან ბევრი სამადლობელი სიტყვა და მილოცვა გაჟღერდა. მოსწავლეების მომზადებული საინტერესო ნომრები ერთმანეთს ცვლიდა. შესრულდა სიმღერები, სკეტჩები, ქართული და სომხური ეროვნული ცეკვები - „კინტაური“, „აჭარული“, „რაჭული“, „ყაზბეგური“, „ენზელი“, „უზუნდარა“ და ა.შ.                                     

დარბაზში ოვაციები და მხურვალე ტაში ისმოდა. 

სკოლაში მე-12 კლასელებს კიდევ ერთხელ ულოცავენ სკოლის დამთავრებას და მათ აქტიურ მხარდამჭერებად რჩებიან. 

„ვულოცავთ ყველა მეთორმეტეკლასელს სკოლის დამთავრებას და ნათელ და ბედნიერ მომავალს ვუსურვებთ!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო ბმულზე


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

13 ნოემბერი ბოლო ვადაა - 2026 წლის საშემოდგომო მიღების ეტაპი

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

პიროვნება
სკოლები
ეს გამარჯვება მოსწავლეთა ცოდნის, ფართო თვალსაწიერის, სწრაფი აზროვნების, მიზანდასახულობისა და გუნდური თანამშრომლობის ნათელი დასტურია
 

სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს წარმატებას კიდევ ერთხელ ულოცავენ

ფიროსმანის საჯარო სკოლაში ახალგაზრდა მეცნიერების საერთაშორისო დღეს გამოეხმაურნენ.
სსიპ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება