| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქუთაისის N35 საჯარო სკოლაში დიდი ჟრიამული იყო.
სასკოლო საზოგადოებას IV კლასის მოსწავლეებმა საოცარი ნიჭიერებითა და ემოციით სავსე ღონისძიება აჩუქეს. მეოთხეკლასელებმა სამშობლოს, ბუნებისა და ადამიანის სიყვარულით ანთებული გულებით სპექტაკლი „ხაზარულა“ დადგეს, მათ სცენაზე ვაჟა-ფაშაველას შემოქმედება „გააცოცხლეს“ და ქართული ცეკვები თუ სიმღერები საუცხოოდ შეასრულეს.
მოსწავლეებისთვის ეს დღე ამაღელვებელი იყო, რადგან ისინი წელს პირველ მასწავლებელს - ბელა მშვილდაძეს ემშვიდობებიან - ადამიანს, რომლისგანაც ისწავლეს უდიდესი სიყვარული, სათნოება, პატრიოტიზმი, ერთმანეთისა და გარშემომყოფების პატივისცემა.
როგორც სკოლაში ამბობენ, ცხოვრების ყველა ეტაპზე, პედაგოგი ბელა მშვილდაძე მათთვის საუკეთესო მეგობარი, საყრდენი და მხარდამჭერი იქნება.
კლასის ხელმძღვანელი და სკოლის დირექცია მადლობას უხდიან მუსიკის პედაგოგ ნათია ჯანელიძეს, ღონისძიების მუსიკალური გაფორმებისთვის.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას