სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ხონის N2 სკოლის პირველკლასელთა სასწავლო წლის დამაგვირგვინებელი დაუვიწყარი სანახაობა
04-06-2024
-
+


აკაკი ჩხენკელის სახელობის ქალაქ ხონის N2 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს. 

გამოსაშვებ ღონისძიებაზე, მათ მასწავლებელ ნანა ლეჟავას ხელმძღვანელობით, ულამაზესი სანახაობა წარადგინეს.

პირველკლასელებმა ორიგინალური სცენარით გააცოცხლეს ყველასთვის საყვარელი ქართული ფილმების გმირები - კოსტაია, იმერელი აზნაურები, კირილე მიმინოშვილი, მანანა, მრეცხავი ვარდო, ნიკო ფიროსმანი - „მეთევზე“ და „აქტრისა მარგარიტა“, იორამი, იმერელი ბებია, ერთაოზ ბრეგვაძე.

„მთელი ეს საოცარი წარმოდგენა გაჟღენთილი იყო პატრიოტიზმის გრძნობით და ჩვენი პატარა, კოხტა ქალაქის - ხონის სიყვარულით.

ნანა მასწავლებლის მახვილი თვალით დანახული თითოეული მოსწავლის ნიჭი და უნარი, ბავშვებზე საოცრად მორგებული როლები, იმერული იუმორი, ლექსები, სიმღერები და ცეკვები დაუვიწყრი აღმოჩნდა ყველასათვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.

ბავშვებმა შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს. მათი სამსახიობო ნიჭით დამსწრე საზოგადოება აღფრთოვანებული დარჩა.

სკოლაში პედაგოგს და ღონისძიებაში ჩართულ თითოეულ ადამიანის მადლობას უხდიან.

„მადლობა ნანა მასწავლებელს ფასდაუდებელი შრომისთვის, მადლობა მშობლებს, ჩვენს პატარებს, ფიქრია მასწავლებელს. ეს ზეიმი ხომ მათი დიდი მონდომების და შრომის შედეგია.

დიდი მადლობა ხონის კულტურის ცენტრს, ქალბატონ მინერი ონიანს და ბატონ მიხეილ რუხაძეს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

პედაგოგი კი თითოეულ მოსწავლეს მომდევნო კლასებში წარმატებას უსურვებს.

„ჩემმა პირველკლასელებმა სასკოლო ცხოვრების ერთ-ერთი ეტაპი დაასრულეს! ისინი ქართულ ხელოვნებასთან ნაზიარები გააგრძელებენ ამაყად წინსვლას!

პირველად იგემეს სცენის მტვერი და თავდაუზოგავად ცდილობდნენ თავის წარმოჩენას....ნეტავ იცოდეთ როგორი ბედნიერი ვარ, რომ მაყურებლით გადაჭედილი დარბაზი ოვაციებს და აპლოდისმენტებს არ იშურებდა თქვენთვის...

მჯერა, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და წინ უამრავი თავგადასავალი გველოდება!

მადლობა თქვენ,რომ არსებობთ ჩემს ცხოვრებაში!

მადლობა,თქვენს მშობლებს,რომ გვერდით გიდგანან!

მადლობა უფალს თქვენთან ერთად გატარებული ყოველი წამისთვის!

ძალიან, ძალიან მიყვარხართ და ვგრძნობ, რომ უკვე მენატრებით“, - აღნიშნავს პედაგოგი ნანა ლეჟავა.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება