| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად და საინტერესოდ მიმდინარეობს.
29 მაისს, სპორტის მასწავლებლის - მიხეილ სონიას ხელმძღვანელობით, შემოქმედებით-შემეცნებითი ლაშქრობა მოეწყო. მოსწავლეები ზემო ბიაში იმყოფებოდნენ, სადაც ბიის ყველაზე მაღალ ბორცვზე წმინდა მთავარანგელოზთა მიქაეილისა და გაბრიელის სახელობის ეკლესია დგას. როგორც სკოლაში გვიყვებიან, ამ ბორცვს მოსახლეობა „ოხვამეფერდს“ უწოდებს. ბორცვის სამხრეთით გამოდის ანკარა ცივი წყარო, რომელსაც „ღარღულას“ ეძახიან.
გასვლითმა აქტივობამ დიდი წარმატებით ჩაიარა, მოსწავლეებმა დრო ნაყოფიერად გაატარეს, ცოდნა გაიღრმავეს და ერთმანეთს მეტად დაუახლოვდნენ.
„ტაძარს ეტყობა, რომ იგი ბევრჯერ არის გადაკეთებული. აგებულია 1847 წელს და ზღვის დონიდან 209 მეტრზეა.
ასეთი ხასიათი ღონისძიებები არაფორმალური განათლების განვითარებას უწყობს ხელს. ჩვენი სკოლის სასკოლო კულტურა განსხვავებული და გამორჩეულია სხვა სკოლებისგან იმით, რომ ვზრუნავთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე. არაერთგზის გვაქვს მეუფე ნიკოლოზისგან მადლობები მიღებული. ასევე გვყავს გოგონათა გუნდი. ჩვენთვის ძვირფასია ფოლკლორი და საგალობლები
არაფორმალური განათლება და ღონისძიებები ყველაზე მეტად უწყობს ხელს ეროვნული და ზოგასაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი მოქალაქეების აღზრდას“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ვიდეო და ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები
მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა