სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წყრუთის საჯარო სკოლის მოსწავლეები ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ 
31-05-2024
-
+


ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წყრუთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციისა და განწყობის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

ამის დასტურია ისიც, რომ მე-5 კლასის მოსწავლეები ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთნენ.

აღნიშნულ ღონისძიებაში დირექტორ არამ ვარდანიანის ხელმძღვანელობით, სკოლის 25 მოსწავლე მონაწილეობდა.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება 30 მაისს, ახალციხის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში ჩატარდა.

ბიბლიოთეკის დარბაზი ბუშტებით საზეიმოდ იყო მორთული.

თანამშრომლებმა მოსწავლეებს დაათვალიერებინეს ბიბლიოთეკა, ესაუბრნენ ადამიანის ცხოვრებაში წიგნის დანიშნულებასა და მნიშვნელობაზე.

მათ, ბავშვებს წასაკითხად ასაკის მიხედვით შეურჩიეს წიგნები, უჩვენეს მულტიპლიკაციური ფილმი „წუნა და წრუწუნა“.

ბავშვებმა დამსწრე აუდიტორიას შესთავაზეს პოეზიის საღამო, პოეზიის თემა იყო „გაზაფხული დასრულდა, ზაფხული დაიწყო“ გახლდათ.

მათ, წაიკითხეს ქართულ, სომხურ, ინგლისურ და რუსულ  ენებზე.

ღონისძიება მოამზადა კლასის ხელმძღვანელმა თინათინ კურტანიძემ, პედაგოგებთან: ნატო კაჭკაჭიშვილთან, ხათუნა ხითარიშვილთან, მარიამ ინჯოიანთან, მარიამ სეროფიანთან ერთად.

ღონისძიების დასასრულს, ბავშვებმა ჰაერში გაუშვეს ჰელიუმის ბუშტები, რომელებშიც მოთავსებული იყო მათი სურვილები.

ეს დღე საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო.

ფოტო: ახალციხის ცენტრალური ბიბლიოთეკა 



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება