| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეები პატრიოტიზმის მნიშვნელობას კარგად იაზრებენ, პროფესიონალი პედაგოგების დამსახურებით, ისინი ეროვნულ ღირებულებებზე იზრდებიან.
სწორედ ამიტომ, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის საზოგადოებაც დიდი ენთუზიაზმით შეხვდა.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გენადი ბალანჩივაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ თეიმურაზ ჭეიშვილმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
ჩვეული ენთუზიაზმითა და პასუხისმგებლობით ჩაერთო საქალაქო აქტივობაში წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაც.
XIა კლასის მოსწავლემ, ქრისტინა მიკიტიჩიანმა შეასრულა მუსიკალური კომპოზიცია - „საქართველო“, ხოლო სკოლასთან არსებულმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „ფესვები“, წარადგინეს ქორეოგრაფიული ნომერი - „ქალთა დაისი“.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე, სკოლის დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე, პედაგოგები და მოსწავლეები ნაციონალური სამოსით წარდგნენ საზოგადოების წინაშე და ყვავილებით შეამკეს დიდების მემორიალი.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი