სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბარალეთის N1 საჯარო სკოლის დირექტორმა პირველკლასელები „წიგნიერების მოწმობით“ დააჯილდოვა 
30-05-2024
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარალეთის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი ღონისძიებებითაა გაჯერებული, პირველკასელებმაც სასწავლო წელი შთამბეჭდავი წარმოდგენით დააგვირგვინეს. 

პატარებმა, დამრიგებლის ირმა მურადიანის ხელმძღვანელობით, მრავალფეროვანი სანახაობა მოაწყეს და სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონებაც დაიმსახურეს. 

მოსწავლეებმა შეასრულეს სიმღერები, იცეკვეს და ლექსები მხატვრულად წაიკითხეს. მათი შესრულება, როგორ სკოლაში აფასებენ, ძალიან ხალისიანი და საინტერესო იყო. 

მოსწავლეები დიდი ხალისით მონაწილეობდნენ ღონისძიებაში, წარმოაჩინეს თავიანთი ბეჯითობა და შესაძლებლობები.

ღონისძიების ბოლოს კი,  სკოლის დირექტორმა თითოეულ პირველკლასელს „წიგნიერების მოწმობა“ გადასცა. 

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება