სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

განთიადის სკოლის პირველკლასელთა სასწავლო წლის დამაგვირგვინებელი ზეიმი და ბედნიერი პედაგოგი, რომელიც ცოდნის სამყაროში მეგზურობას მე-10 თაობას უწევს
30-05-2024
-
+


ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლის პირველკლლასელებისთვის, ემოციებით სავსე იყო პირველი სასწავლო წლის ბოლო დღე. 

„იის სურნელით დაფერილ წიგნში
შენ დამიკრიფე პირველი ია.
მასწავლებელო, შენ ისე კარგი, 
ისე ლამაზი სახელი გქვია!“, - ამ სიტყვებით დაიწყო პირველკლასელთა ღონისძიება, რომლითაც პატარებმა მიღებული ცოდნა შეაჯამეს და სასკოლო საზოგადოებას შთამბეჭდავი სანახაობა შესთავაზეს. 

მოსიყვარულე მასწავლებელთან, ხათუნა ფაღავასთან ერთად ბავშვებმა დაუვიწყარი დრო გაატარეს და სკოლას ახალ სასწავლო წლამდე დაემშვიდობნენ. 

აღსანიშნავია, რომ პედაგოგისთვის ორმაგად სასიხარულო დღე იყო, რადგან წელს საიუბილეო თარიღი აქვს, უკვე მე-10 პირველი კლასი გააცილა.

სკოლაში მუშაობა 1996 წელს დაიწყო, როგორ სკოლაში გვიყვებიან, არასდროს ავიწყდება პირველი ემოცია, სული ბავშვებთან ურთიერთობით იკურნებაო ამბობს და მართლაც, უსაზღვრო სიხარულით ავსებს მოსწავლეებს დღემდე.

„ზეიმი სასიამოვნო გარემოში წარიმართა, პირველკლასელებმა წარმოადგინეს ლექსები და სიმღერები, საღამოს ესწრებოდნენ სკოლის მასწავლებლებიც და, რა თქმა უნდა, ხელოვნების მასწავლებელის მზია ყურშუბაძის ნახატები ამშვენებდა ყოველივეს“, - ასე შეაფასეს სკოლაში პატარების დიდი ზეიმი და მადლობა გადაუხადეს მოსწავლეებს, მშობლებსა და პედაგოგებს კიდევ ერთი ლამაზი დღისათვის.

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება