| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სტეფანწმინდის N1 საჯარო სკოლაში 2024 წლის „ყაზბეგის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდა.
ინტელექტისა და ცოდნის ზეიმში მუნიციპალიტეტის სკოლების მე-6 და მე-7 კლასელებისგან დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობდნენ. „ეტალონი“ გუნდის ტიტულისთვის ერთმანეთს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სკოლების 8 გუნდის 38 მოსწავლე ეჯიბრებოდა, ღონისძიებას კი ტრადიციულად, „ეტალონის“ ავტორი და უცვლელი წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა.
კონკურსის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს და წარმატებები უსურვეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა გიორგი ავსაჯანიშვილმა, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა მირანდა მაისურაძემ, ყაზბეგის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენელმა ლიანა მირაქიშვილმა და მასპინძელი, სტეფანწმინდის N1 საჯარო სკოლის დირექტორმა ლია ჩანდიშვილმა.
კონკურსში მუნიციპალიტეტის სკოლების მე-6 და მე-7 კლასელებისგან დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობდნენ. 20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ:
2024 წლის „ყაზბეგის ეტალონი გუნდის“ წოდება და პირველობა მოიპოვა არშის საჯარო სკოლის გუნდმა 75 ქულით. გუნდს ხელმძღვანელობდა VI კლასელი ლიზა ხულელიძე, ხოლო შემადგენლობაში შედიოდნენ ნინო ხულელიძე VI კლასი, თაკო ხართიშვილი VI კლასი, მარიამ ფაჯიშვილი VI კლასი და ზურა თავდიდიშვილი VII კლასი.
მეორე ადგილზე 72 ქულით გავიდა სიონის საჯარო სკოლის გუნდი VI კლასელი მარიამ ქუქიშვილის კაპიტნობით. გუნდის შემადგენლობაში იყვნენ: მარიამ ღუდუშაური VI კლასი, გიგია სისაური VI კლასი, ნინო ელოშვილი VI კლასი და გიორგი ქოჯური VI კლასი.
მესამე ადგილი კი მოიპოვა გუდაურის საჯარო სკოლის გუნდმა 69 ქულით. გუნდს ხელმძღვანელობდა VII კლასელი ბექა კაჯილაშვილი. შემადგენლობაში კი შედიოდნენ: ნოე ზაქაიძე VI კლასი, ბარბარე ზაქაიძე VI კლასი, ანა-მარია ჯაღმაიძე VII კლასი და ნინო ნაზღაიძე VII კლასი.
ასევე იხილეთ:
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“
ბაღის მფლობელს, ლი ხუეიფანს, უვადო პატიმრობა და 500 000 იუანის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა