სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, ეტალონი, იაზროვნე

ყაზბეგში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
28-05-2024
-
+


„ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი ამჯერად ყაზბეგს სტუმრობს. სტეფანწმინდის N1 საჯარო სკოლაში შეკრებილი გულშემატკივრები მოუთმენლად ელიან 2024 წლის „ყაზბეგის ეტალონი გუნდის“ გამოვლენას. 

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში მუნიციპალიტეტის სკოლების მე-6 და მე-7 კლასელებისგან დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობენ. ღონისძიების შედეგად გამოვლინდება ყაზბეგის „ეტალონი გუნდი“. გუნდებს ჰყავთ არჩეული კაპიტანი მოსწავლე, რომელსაც გუნდის ხელმძღვანელობა და გადაწყვეტილების მიღების პასუხისმგებლობა აკისრიათ. 

     

   

„ეტალონი“ გუნდის ტიტულისთვის ერთმანეთს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სკოლების 8 გუნდის 38 მოსწავლე ეჯიბრება. 

ღონისძიებას „ეტალონის“ ავტორი და უცვლელი წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვება. მონაწილე გუნდებს კი ადგილობრივი ხელისუფლების, რესურსცენტრისა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები გულშემატკივრობენ.

კონკურსის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს და წარმატებები უსურვეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა გიორგი ავსაჯანიშვილმა, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა მირანდა მაისურაძემ, ყაზბეგის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენელმა ლიანა მირაქიშვილმა და მასპინძელი, სტეფანწმინდის N1 საჯარო სკოლის დირექტორმა ლია ჩანდიშვილმა. 



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

პიროვნება
სკოლები
სსიპ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება