| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მელეს საჯარო სკოლაში I კლასელთა გამოსაშვები ღონისძიება საზეიმო გარემოში ჩატარდა.
აღსანიშნავია, რომ წელს სკოლას 3 პირველკლასელი: იოანე ჯაჭვლიანი, გიორგი ავალიანი და ანდრია ავალიანი ჰყავს.
მიუხედავად მოსწავლეთა სიმცირისა, სკოლა მათ ხარისხიან განათლებას აძლევს და სასწავლო წლის განმავლობაში საინტერესო აქტივობებს სთავაზობდა.
„ჩვენმა გვრიტებმა შესანიშნავად დაძლიეს პირველი კლასის ესგ-ით გათვალისწინებული სტანდარტი. გამოირჩეოდნენ გონებამახვილობით და მაღალი ინტერესით“, - გვიყვებიან სკოლაში.
მელეს საჯარო სკოლამ საზეიმოდ გადასცა ქების სიგელები სამივე მოსწავლეს და უსურვა წარმატებებით ესახელენინონ სკოლა და საქართველო.
მოგახსენებთ, რომ მელეს საჯარო სკოლა აშენებულია 1976 წელს. აშენებიდან დღემდე სკოლას არ შეუწყვეტია ფუნქციონირება. გამოირჩეოდა ბავშვების სიმრავლით. სკოლა 120 ბავშვზეა გათვლილი და ამდენივე მოსწავლეს იღებდა. ბევრი საამაყო კურსდამთავრებული ჰყავს მელეს საჯარო სკოლას, რომლებმაც წარმატებებს მიაღწიეს სხვადასხვა სფეროში გახდნენ საუკეთესო: ლექტორები, წიგნის ავტორები, სპორტსმენები, მშენებლები, მასწავლებლები. თითქმის ყველა სფეროს მოერგნენ წარმატებებით.
როგორც აღნიშნავენ, ბოლო ათწლეულია სკოლაში ბავშვების რიცხვი შემცირდა. იმ ფაქტიდან გამომდინარე რასაც შეუჩერებელი მიგრაცია ჰქვია.
„მიუხედავად ამ პრობლემისა სკოლა გამოირჩევა მაღალი აქტიურობით. სკოლას ჰყავს მაღალი კვალიფიციური კადრები ყველა საგანში. მოსწავლეები გამოირჩევიან მაღალი აკადემიური მოსწრებით. წელს ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებში მიიღეს გამარჯვებები. სპორტულ აქტივობებშიც იღებდნენ მონაწილეობას და დამსახურებული ადგილებიც მოიპოვეს.
მელეს საჯარო სკოლა დგას მომავალი თაობის აღზრდის სადარაჯოზე ნიჭიერი მოსწავლეებითა და მაღალი კვალიფიციური კადრებით“, - გვიყვებიან სკოლაში.
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
პატარებს წინ საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით სავსე სასკოლო ცხოვრება ელოდებათ
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ