სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ზანის საჯარო სკოლიდან მე-12 კლასელები დიდი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით გააცილეს 
28-05-2024
-
+


სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ზანის საჯარო სკოლაში XII კლასის მოსწავლეებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა.

სკოლის დირექტორმა - რომანი კვაშილავამ კურსდამთავრებულებს გზა დაულოცა და მოუწოდა, იყვნენ კულტურულნი, გაუფრთხილდნენ ადამიანურ ღირებულებს, სწორად აირჩიონ პროფესია, დაგეგმონ მომავალი, პატიოსნად ემსახურონ ოჯახს და ხალხს, რათა გამოადგნენ ქვეყანას.

„მასწავლებლები ყოველთვის ცდილობენ საფუძვლიანად გაანოყიერონ ნიადაგი, რათა ნოყიერ მიწაში თესლი უპრობლემოდ აღმოცენდეს და ნერგი უხვმოსავლიანი გამოდგეს. იყავით პასუხისმგებლიანნი იმ ყოველი ნაბიჯის, რასაც დღეის იქით გადადგამთ ოჯახის, ხალხის და სამშობლოს სასიკეთოდ!

ვისურვებდი, არასდროს დაუშვათ საკუთარი მოკლე ამბიციების მსხვერპლი გახდეს სამი უძვირფასესი ჩვენი მცნება - „ მამული, ენა, სარწმუნოება!“

ყველამ აიღეთ პასუხისმგებლობა საკუთარ ქცევაზე, სიტყვაზე, ინტერესებზე, პოზიციაზე და იმედზე!

იმედია, ეს სურვილები და მოწოდებები არ დარჩება „ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა!“,- სწორედ ამ სიტყვებით გააცილეს მეთორმეტეკლასელები სკოლიდან.

თავად კურდამთავრებულებმა კი სასკოლო საზოგადოების მიმართ უდიდესი მადლიერება გამოხატეს.

„ამ გადმოსახედიდან ვხვდებით, რომ  ჩვენ თითქმის არაფერი გვესმოდა, ან საერთოდ არ ვიცოდით რა ენერგია და შრომა გაქვთ გაღებული იმისთვის, რაც ვართ და რასაც მომავალში მივაღწევთ. მადლობის მეტი რა გვეთქმის ძვირფასო პედაგოგებო“,- განაცხადეს მათ. 

სკოლაში გამართული აქტივობების შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაეცანით ბმულებზე:

ბმული

ბმული 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება 

ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება