სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჯანმრთელობა და ჰიგიენა“ - საინტერესო აქტივობებით გაჯერებული პროექტი გეჯეთის საჯარო სკოლაში
28-05-2024
-
+


სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ გეჯეთის საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა, ამის დასტურია პროექტი - „ჯანმრთელობა და ჰიგიენა“. 

„ჯანმრთელობა და ჰიგიენა“ - საგნების: ბუნებისა და ინგლისური ენის ინტეგრირებული პროექტი გახლდათ, რომელიც დასრულდა და გაჯერებული იყო საინტერესო აქტივობებით. 

პროექტის ფარგლებში არაერთი საინტერესო და ნაყოფიერი აქტივობა ჩატარდა: 

მოსწავლეებმა აირჩიეს სასურველი თემა; მოიძიეს ინფორმაცია და დაამზადეს პოსტერები; დაამზადეს კედლის გაზეთი ინგლისურ ენაზე - „ჯანსაღი ცხოვრების წესი“; მოაწყვეს ვიდეორგოლების ჩვენება ინგლისურ და ქართულ ენებზე; გამართეს ვიზიტი სოფლის ამბულატორიაში და ორენოვანი ბუკლეტები გაავრცელეს სკოლასა და თემში. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, საინტერესო და დატვირთული სამი კვირა დასრულდა, პროექტი კი საკმაოდ ნაყოფიერი და შემეცნებითი აღმოჩნდა. 

აღსანიშნავია, რომ პროექტის ავტორები ინგლისური ენის მასწავლებელი ჟანა მირცხულავა და მეოთხე კლასის მასწავლებელი ნატალია სახოკია გახლდათ. 

სკოლაში დიდ მადლობას უხდიან პროეექტის შემოქმედებსა და მათში ჩართულ თითოეულ ადამიანს.

„წარმატებებს ვუსურვებ თითოეულ მოსწავლეს, დიდი მადლობა ჩვენი სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელს ჟანა მირცხულავას, დიდი მადლობა პაატა ექიმს საინტერესო შეხვედრისთვის და სასარგებლო დარიგებისთვის!“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება 

ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება