| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქარელის მუნიციპალიტეტის ზღუდერის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში, პედაგოგთა ხელმძღვანელობით და მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით საინტერესო აქტივობები იმართება.
მათ შორის იყო, სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში განხორციელებული შემოქმედებითი აქტივობებით დატვირთული გაკვეთილი, რომელსაც პედაგოგი ხათუნა ჯოხთაბერიძე ხელმძღვანელობდა.
მოსწავლეებმა გაკვეთილზე საინტერესო ნამუშევრები - დეკორაციები შექმნეს, სადაც შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, საუკეთესო დეკორაციის ავტორის ნამუშევარი საახალწლო ზეიმზე უნდა წარედგინათ. აქტივობაში მე-5 კლასმა გაიმარჯვა, ზეიმზე წარდგენილი დეკორაციები მეხუთეკლასელებმა შექმნეს.
მსგავსი ღონისძიებები, აქტივობები მოსწავლეთა სასწავლო პროცესში ჩართულობასა და მოტივაციის ამაღლებას უწყობს ხელს.
იხილეთ ვიდეოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე
ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა