| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლაში მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმო ვითარებაში დაირეკა.
სკოლის მე-12 ა (დამრიგებელი ნანა ჩაკვეტაძე), მე-12ბ (დამრიგებელი ნინო ჩხეტია), მე-12გ (დამრიგებელი ირინა ჭეიშვილი) და მე-12 დ (დამრიგებელი გიორგი ბრეგაძე) კლასების მოსწავლეები სკოლიდან დიდი სიყვარულითა და ზარ-ზეიმით გააცილეს.
მათ, ერთმანეთს თეთრ მაისურებზე სამახსოვრო წარწერები დაუტოვეს და მიზნების მიღწევა უსურვეს. კურსდამთავრებულებმა, ასევე სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს და პედაგოგებს ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადეს.
„თითოეულმა კლასმა თავისებურად, სითბოთი და სიყვარულით წარმოგვიდგინა სკოლაში გატარებული წლები, სერიოზულობას ხუმრობა ცვლიდა, მოგონებას დღევანდელობა, მართლაც დიდი დღე გამოვიდა არა მარტო კურსდამთავრებულთათვის, არამედ ყველა იმ მოსწავლისათვის, რომელიც ღიმილითა და მოწონებით ადევნებდა თვალს სკოლის დერეფანსა თუ ეზოში შეხვედრილ ლამაზ, გაბრწყინებულ უკვე ყოფილ მე-12 კლასელებს“, - აღნიშნავენ სკოლაში.
სკოლის დირექცია და მასწავლებლები ულოცავენ 2024 წლის კურსდამთავრებულებს ცხოვრების ერთი ეტაპის დასრულებასა და წარმატებებსა და ყოველივე საუკეთესოს უსურვებენ მათ.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში