სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ქულას დაკარგავთ, თუ მხოლობითი და მრავლობითი რიცხვი აგერევათ - ისტორიის ჯგუფის რჩევები აბიტურიენტებს
25-04-2024
-
+


შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ისტორიის ჯგუფის მიერ მომზადებული რჩევები გამოაქვეყნა აბიტურიენტებისთვის, რომელსაც etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ:

აბიტურიენტები ისტორიაში ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტური დავალებების შესრულებისას, ძირითადად, ორი ხასიათის, ტექნიკურ და შინაარსობრივ შეცდომებს უშვებენ. 

ტექნიკური ხასიათის შეცდომაში იგულისხმება ძნელად გასარჩევი, ხარვეზებით შევსებული პასუხების ფურცელი, რომელშიც ნაწერის ამოკითხვა ხშირად პრობლემური, ზოგჯერ შეუძლებელიც კი ხდება. ამიტომ აბიტურიენტებს ვთხოვთ, გარკვევით შეავსონ პასუხების ფურცელი, რათა მათი ნაწერების შეფასება შესაძლებელი გახდეს. 

რაც შეეხება შინაარსობრივი ხასიათის შეცდომებს, სხვადასხვა ხასიათის პრობლემა გამოიკვეთა, კერძოდ:

ტესტურ დავალებაში დასმულ შეკითხვაზე ზოგადი პასუხის გაცემა, რომელიც, პრაქტიკულად, სხვა ნებისმიერ კითხვასაც „მოერგება“. გაითვალისწინეთ, ზოგადი პასუხი გასწორებისას არ შეფასდება. 

ერთი კონკრეტული პასუხის ნაცვლად რამდენიმე პასუხის გაცემა (ზოგიერთ შემთხვევაში, პასუხები ურთიერთგამომრიცხავია). გაითვალისწინეთ, ამგვარი პასუხი გასწორებისას არ შეფასდება. 

ხშირად აბიტურიენტები არ აკვირდებიან ტესტური დავალების შეკითხვა მხოლობით რიცხვშია დასმული თუ მრავლობითში. შესაბამისად, სრულყოფილ პასუხს ვერ სცემენ დასმულ შეკითხვებს. გაითვალისწინეთ, ამგვარ შემთხვევაში აბიტურიენტი ქულას/ქულებს კარგავს. 

ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია  და მიაქციეთ ყურადღება, როგორ არის დასმული ესა თუ ის შეკითხვა. მაგალითად, იმ დავალებაში, სადაც გამოსაცდელს მოეთხოვება დაასახელოს მიზეზი ან შედეგი, ყოველთვის დაკონკრეტებულია, რა სახის მიზეზი უნდა იყოს ეს - პოლიტიკური, კულტურულ-რელიგიური თუ სხვა სახის.  ანალოგიურად, როცა დავალების პირობაში გთხოვენ მსგავსი მოვლენის დასახელებას, ყოველთვის მითითებულია გარკვეული საზღვრები (ან საუკუნე, ან გეოგრაფიული რეგიონი). 

გაითვალისწინეთ, რომ ისტორიის ტესტში თარიღების ზედმიწევნით ცოდნა არაა სავალდებულო. თქვენ უნდა იცოდეთ ესა თუ ის მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენა რომელი საუკუნის რომელ მონაკვეთში მოხდა.

მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი საკითხი არ სცილდება სახელმძღვანელოებში მოცემულ მასალას, კარგი იქნება, თუ გაეცნობით კლასგარეშე  ისტორიულ ლიტერატურას, ამით მეტად განივითარებთ არგუმენტირებული მსჯელობის, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დადგენის, ანალიზისა და შეფასების უნარებს, რაც, ბუნებრივია, მაღალი ქულის მიღებაში დაგეხმარებათ. 

 

საგამოცდო ტესტში მოცემული იქნება შემდეგი დავალებები:

• 35 დახურული ტიპის დავალება;

• ისტორიული რუკის ანალიზი (დახურული ტიპის შეკითხვებით);

• ისტორიული მოვლენის (ან პიროვნების/ისტორიული დოკუმენტის და სხვ.) ანალიზი და შეფასება;

• ისტორიული წყაროს ანალიზი.

ტესტში დავალებათა ქულების გადანაწილება შემდეგნაირია:

• 35 დახურული ტიპის დავალება  - თითოეული დავალების მაქსიმალური ქულაა 1; სულ - 35 ქულა;

• ისტორიული რუკის ანალიზი (დახურული ტიპის შეკითხვებით) -  თითოეული დავალების მაქსიმალური ქულაა 1, სულ - 6 ქულა; 

• ისტორიული მოვლენის (ან პიროვნების/ისტორიული დოკუმენტის და სხვ.) ანალიზი და შეფასება (ღია დავალება) - მაქსიმალური ქულაა 5;

• ისტორიული წყაროს ანალიზი (ღია დავალება)  - მაქსიმალური ქულაა 14.

• 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ისტორიის ტესტის მაქსიმალური ქულაა 60, საგამოცდო დროის ხანგრძლივობა კი -  2 საათი და 40 წუთი. 

• აბიტურიენტს ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება, თუ დააგროვებს მაქსიმალური ქულის 25%-ზე მეტს.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
„ჩვენს მონაწილეებს ვუსურვებთ წარმატებას, თავდაჯერებულობას და შთამბეჭდავ შედეგებს“
 
„2025-2026 სასწავლო წელი ძალიან აქტიური, პროდუქტიული და მრავლისმომცველი იყო ჩვენი სასკოლო საზოგადოებისთვის“
 
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება