| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოსტანის საჯარო სკოლაში წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღე განსაკუთრებულად, საზეიმო გარემოში აღინიშნა.
მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გააცნობიერეს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია წიგნების კითხვა. აღნიშნეს, რომ კითხვა ადამიანის თვალსაწიერის გაფართოებას უწყობს ხელს.
„ეს დღე ჩვენს სკოლაში ძალიან სასიამოვნოდ და სიხარულით დაიწყო“, - გვიყვებიან სკოლაში.
მოსწავლეებმა მკითხველთა ლიგის პროექტ „გაწიგნიანების“ გამოგზავნილი წიგნები მიიღეს.
საჩუქრებმა სასკოლო საზოგადოება ძალიან გააბედნიერა და გაახარა.
„ძალიან დიდი მადლობა პროექტის ორგანიზატორებს, სპონსორებს, ყველა გამომცემლობას, თითოეულ ადამიანს, ყველას, ვინც ჩვენი პატარა სკოლა შეარჩია პროექტის ფარგლებში და წიგნები გადასცა ჩვენს ლიტერატურულ კაფეს. ჩვენი ლიტერატურული კაფე მალე შეიკრიბება ახალი პრეზენტაციებით“, - აღნიშნავენ სკოლაში.
წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღე — აღინიშნება 23 აპრილს 1996 წლიდან. გამოცხადდა იუნესკოს 28-ე სესიაზე 1995 წლის 15 ნოემბერს.
გადაწყვეტილება მიიღეს განათლების გავრცელების, კულტურული ტრადიციების შეგნების ამაღლების მიზნით და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ წიგნი ცოდნის გავრცელების ყველაზე ხელმისაწვდომი და მისი შენახვის საუკეთესო საშუალებაა.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ