სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დედამიწის დღისადმი მიძღვნილი შემეცნებითი ღონისძიება და სახალისო აქტივობები შუასურების საჯარო სკოლაში
23-04-2024
-
+


ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუასურების საჯარო სკოლაში, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიება შემდეგი თანმიმდევრობით წარიმართა:

მოსწავლეებმა, სკოლაში, წარადგინეს სათანადო პრეზენტაცია, შექმნეს ნახატები. ასევე, სკოლის ეზო მოსწავლეებმა ლამაზად მოხატეს, შექმნეს საინფორმაციო დაფა. ქიმიისა და ბიოლოგიის მასწავლებლებმა ისაუბრეს გარემოს დაცვის შესახებ.

პროექტ „გავუფრთხილდეთ გარემოს“ ფარგლებში, სკოლაში, ასევე, შემაჯამებელი პრეზენტაცია მოეწყო, რომელსაც ესწრებოდნენ მოსწავლეები, მასწავლებლები, მშობლები და თემის წარმომადგენლები.

„ონლაინ ჩაგვერთო და გარემოს დაცვის საკითხებზე გვესაუბრა ქალბატონი ხათუნა თავართქილაძე- ეროვნული სატყეოს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ანალიტიკის და მონიტორინგის სამმართველოს უფროსი“, - გვიყვებიან სკოლაში.      
ამავე დღეს, სკოლის მოსწავლეები შეუერთდნენ ჩოხატაურის მერიის ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს ინიცირებულ აქტივობას, მონაწილეობდნენ აქციაში და საჩუქრად მიიღეს წიგნები.

ღონისძიების ორგანიზატორი-ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი/ეკოკლუბის ხელმძღვანელი ლია რამიშვილი გახლდათ.

დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები

დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვება აიძულა

დეკემბრის გამოცდებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია ცნობილია

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
წელსაც, სკოლამ ტრადიციას არ უღალატა
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება