| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ საყულიის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განამვლობაში საინტერესო ღონისძიებები იმართება.
ამჯერად, დედაენის დღეს მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული კვირეული მიეძღვნა.
სკოლის I-II კლასების მოსწავლეებმა იაკობ გოგებაშვილის ბიოგრაფია და შემოქმედება გაიხსენეს.
ბავშვები ასევე აქტიურად მონაწილეობდნენ პოსტერების დამზადებაში. მათ წაიკითხეს ლექსები და მოთხრობები.
სკოლაში, ასევე კონკურსი გაიმართა - ანდაზების თქმაში „ვინ უფრო მეტ ანდაზას იტყვის“, სწრაფ კითხვაში - „წუთში ვინ უფრო მეტ სიტყვას წაიკითხავს“, კალიგრაფიაში - „ვწეროთ კოხტად და ლამაზად“. კონკურსის გამარჯვებულები სიგელებით დაჯილდოვდნენ.
კვირეული იაკობ გოგებაშვილის მოთხრობების მიხედვით შექმნილი ანიმაციური ფილმების ჩვენებით დასრულდა.
აქტივობებს ხელმძღვანელობდა დაწყებითი საფეხურის პედაგოგი რუსუდან მალანია.
შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ