| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზინობიანის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე საზეიმოდ აღინიშნა.
„დედამიწა ჩვენი სახლია!“, „გადავარჩინოთ ჩვენი პლანეტა!“, „ვიზრუნოთ დედამიწაზე!“ - ამ ლოზუნგების ირგვლივ გაერთიან მოსწავლეები და ერთად იზეიმეს ეს დღე.
მოსწავლეებმა, ბიოლოგიის მასწავლებლის - ლუიზა ბერიკაშვილის და გეოგრაფიის მასწავლებლის - შორენა შიშმანაშვილის ხელმძღვანელობით, სკოლის ეზოში გარემოსდაცვით თემაზე გამოფენა მოაწყვეს.
ბავშვებმა შექმნეს ნახატები, ილუსტრაციები და ისაუბრეს გარემოს დაბინძურებაზე.
მოსწავლეებმა გააცნობიერეს, რომ დედამიწა ჩვენი სახლია და მასზე ზრუნვა თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა.
დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
შვილებს უნდა ავუხსნათ, რომ თავისუფლება არ ნიშნავს სხვისი უფლების დარღვევას...
„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს