სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„დედამიწა ჩვენი სახლია“ -  დიდი დმანისის საჯარო სკოლის მოსწავლეთა დედამიწის დღისადმი მიძღვნილი პროექტი
22-04-2024
-
+


დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი დმანისის საჯარო სკოლაში დედამიწის დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება სახელწოდებით - „დედამიწა ჩვენი სახლია“ ჩატარდა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის მეორე (დამრიგებელი  მაია  მთვარაძე) და მეოთხე კლასის  მოსწავლეები (დამრიგებელი ნინო ნინიაშვილი),  ბუნების  მასწავლებლის - მაია მთვარაძის  ხელმძღვანელობით.

მოსწავლეებმა ღონისძიებაზე გაითამაშეს სცენარი და დამსწრე საზოგადოებას გააცნეს, თუ რა  საშიშროების წინაშე დგას დედამიწა ადამიანების დაუდევრობის  გამო. 

„მათ ასევე ისაუბრეს იმის შესახებ, რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის,  რომ დედამიწა გადარჩეს.  ის  ხომ  მათი საერთო სახლია და მასაც მოვლა და მოფერება  სჭირდება“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მოსწავლეებმა  მიმართეს დამსწრე საზოგადოებას სიტყვებით - „ნუ  მოჭრით  ხეს“,  „ნუ  დაანაგვიანებთ   გარემოს“, „ნუ  დააბინძურებთ წყალს“,  „გავუფრთხილდეთ  ცხოველებს“.

ღონისძიების დასრულების შემდეგ,  ანიმაციის  ყურებისას, მათ უფრო მეტად  გაითავისეს, თუ  რა  საშიშროების წინაშე  დგას  დედამიწა.   

აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში, ასევე მეოთხე კლასის მოსწავლეებმა პროექტი წარადგინეს, სადაც  ისაუბრეს თუ როდის და როგორ დაარსდა დედამიწის დღე.

დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება