სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N45 საჯარო სკოლაში დედაენის დღე საინტერესო საგანმანათლებლო აქტივობებით აღინიშნა
17-04-2024
-
+


ქუთაისის N45 საჯარო სკოლაში დედაენის დღე საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით აღინიშნა. 

დაწყებითი კლასების ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა ნათელა იობიძემ სმენის დარღვევის მქონე მოსწავლეებისთვის ჩაატარა პრეზენტაცია - „14 აპრილი, დედაენის დღე“. 

მასწავლებელმა ისაუბრა დედაენის მნიშვნელობასა და ენის სიწმინდის დაცვის აუცილებლობაზე. პედაგოგმა მოსწავლეებს გაახსენა საქართველოში სპარსული ბატონობის პერიოდი, როდესაც ქართული კულტურის მოღვაწეები თავგამოდებით იბრძოდნენ სპარსული ენის გავლენის წინააღმდეგ.

საქართველოსთვის განსაკუთრებით მწვავე საბჭოთა რეჟიმი იყო, როდესაც რუსული ენა გავრცელდა განათლებაში, მედიასა და სამთავრობო დაწესებულებებში, დაარსდა რუსულენოვანი სკოლები, რამაც კიდევ უფრო გააძლიერა მისი გავლენა.

პედაგოგმა აღნიშნა, რომ ქართველებისათვის ენა არ არის მხოლოდ კომუნიკაციის საშუალება, იგი ღრმად არის გადაჯაჭვული ქართულ თვითშეგნებასთან, კულტურასთან, ტრადიციებთან, სწორედ ამიტომ, საუკუნეების განმავლობაში დამპყრობთა ენისა და კულტურის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლა არ ნელდებოდა.

ქართული ენის მშვენიერებისადმი პატივისცემის ნიშნად, სახვითი ხელოვნების მასწავლებლის ნატალია გორდაძის ხელმძღვანელობით, მოსწავლეებმა ერთობლივად შექმნეს ქართული ორნამენტული ხელნაწერი. მათ გადაწერეს მუხრან მაჭავარიანის ცნობილი ლექსი  - „ენა ქართული“. 

„ამ ტიპის აქტივობები ხაზს უსვამს ენის სილამაზესა და მნიშვნელობას“, - აღნიშნავენ სკოლაში.

დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, ჟესტური ენის მასწავლებლის - ნინო გვილავას ჩართულობით, დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა, ტრადიციულად, წაიკითხეს ლექსები დედაენაზე.

ჟესტურ ენაზე ლექსების წაკითხვა სმენის პრობლემის მქონე მოსწავლეებს აზიარებს პოეზიის სამყაროს, ამდიდრებს მათ საგანმანათლებლო და კულტურულ გამოცდილებას, აუმჯობესებს ენის განვითარებას, ემოციურ გამოხატვასა და კომუნიკაციის უნარებს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ხელს უწყობს იდენტობისა და გამოხატვის პოზიტიურ გრძნობას.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დეტალები

იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია

ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას

სკოლის დირექტორმა, ნინო ღლონტმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება დიდი სიყვარულით მიულოცა

სასკოლო საზოგადოების გულთბილმა დახვედრამ მოსწავლეებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება