სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ქართული ქართველთ რწმენაა, ზღვა როა იმოდენაა“- ზედა ნაგვაზაოს საჯარო სკოლაში დედაენის დღეს საინტერესო ღონისძიება მიეძღვნა
17-04-2024
-
+


ნოშრევან ჯიშკარიანის სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ნაგვაზაოს საჯარო სკოლაში დედაენის დღე საინტერესოდ აღინიშნა. 

თარიღთან დაკავშირებით, სკოლაში ღონისძიება - „ქართული ქართველთ რწმენაა,ზღვა როა იმოდენაა“, გაიმართა. მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას ეს დღე ლექსებით, სიმღერებითა და ქართული ცეკვებით მიულოცეს. ლამაზ ფერებში გამოწყობილი თვალებგაცისკროვნებული მოსწავლეები სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ და ქართული ენის ისტორიაზე საუბრობდნენ.

„ქართული ენა ჩვენი წინაპრების ვაჟკაცობისა და გმირობის ენაა. ამ ენას ქართველი დედის იავნანასთან ერთად სწავლობს. ჩვენი ვალია პატივი ვცეთ და გავუფრთხილდეთ მას, რადგანაც „რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს, წარეცხოს ჩირქი ტაძარსა წმინდას“. ხალხმა მშობლიური ენის სიყვარული ყველაზე ძვირფას არსებასთან - დედასთან გააიგივა და დედა ენა უწოდა მას“, - სწორედ ეს სულისკვეთება გასდევდა ღონისძიებას. 

სკოლის დირექტორმა - მანანა შავდიამ ღონისძიების ორგანიზატორებს, ამ საოცრად ლამაზი დღისთვის, მადლობა გადაუხადა.

„ამ ღონისძიების ორგანიზებაში მასწავლებლებთან ერთად, მშობლებიც აქტიურად ჩაერთნენ. ისინიც ლამაზ ფერებში გამოწყობილები თავიანთ შვილებთან ერთად გვილოცავდნენ ქართველისთვის ამ ძვირფას დღესასწაულს. დედაენის დღე მოგვილოცეს საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა, ჩვენმა მომავალმა მოსწავლეებმა“,- ამბობენ სკოლაში. 

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო:




კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დეტალები

იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია

ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას

სკოლის დირექტორმა, ნინო ღლონტმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება დიდი სიყვარულით მიულოცა

სასკოლო საზოგადოების გულთბილმა დახვედრამ მოსწავლეებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება