სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

შემეცნებითი და ინფორმაციული შეხვედრები, ინტეგრირებული გაკვეთილები, სასწავლო ექსკურსიები - ქართული ენის მრავალფეროვანი კვირეული წალენჯიხის N2 სკოლაში
17-04-2024
-
+


წალენჯიხის N2 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებაზე, მოტივირებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ორიენტირებული სასწავლო გარემოა შექმნილი. 

იქ, სასწავლო წლის განმავლობაში, მნიშვნელოვან თარიღებს შესაბამისი ღონისძიებები ეძღვნება. ამჯერად, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის და მე-7 კლასის დამრიგებლის - ქეთო ღვინჯილიას ორგანიზებით, მე-6ა, მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეები ქართული ენის დღის კვირეულში აქტიურად ჩაერთნენ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, შემეცნებითი, ინფორმაციული, შთამბეჭდავი შეხვედრები, ინტეგრირებული გაკვეთილები, სასწავლო ექსკურსიები - მცირე ჩამონათვალია იმ დიდი პროექტისა, რომელიც ქეთო ღვინჯილიამ, მოსწავლეების და მშობლების უშუალო ჩართულობით, განახორციელა.

მოსწავლეები წალენჯიხის ეთნოგრაფიულ მუზეუმში იმყოფებოდნენ. მუზეუმის ხელმძღვანელმა - ოლეგ სალიამ, თავდაპირველად, ვიზიტორ მე-8 კლასის მოსწავლეებს ეთნოგრაფიულ მუზეუმში დაცული ექსპონატები გააცნო და ლექციის ფორმატში უდიდეს ქართველოლოგზე - კალისტრატე სალიას  მრავალფეროვან მეცნიერულ მემკვიდრეობაზე ისაუბრა. შეხვედრისას აღინიშნა, რომ კალისტრატე სალიასა და მისი მეუღლის სახელს უკავშირდება 1980 წელს საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისთვის   გადაცემული პირადი ბიბლიოთეკა და ნივთები - უმნიშვნელოვანესი წიგნადი ფონდი, რომელიც მთელ მსოფლიოში ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად არის მიჩნეული. ოლეგ სალიამ მოსწავლეებს ურჩია, დაინტერესდნენ კალისტრატე სალიას შემოქმედებით, რომელიც ქართულად გამოსცემდა სამეცნიერო ჟურნალს საფრანგეთში და ასე ეფერებოდა ქართულს ენას და ქართულ სულს.

აღსანიშნავია, რომ მე-7 კლასის მოსწავლეებმა დადიანების მუზეუმის სივრცე მოინახულეს. მათ დედოფლისეულ სასახლეში დადიანების მემორიალური გამოფენა დაათვალიერეს და მუზეუმში დაცულ უნიკალურ ხელნაწერ წიგნებს გაეცნენ. მეშვიდეკლასელებმა ასომთავრულ ნაწერებზე იმუშავეს, გაშიფრეს აფორიზმები და ქართული ხალხური ანდაზები. გარდა ამისა, სალექციო ფორმატში გაეცნენ ,თუ როგორ ვითარდებოდა უძველესი ქართული ანბანი და რა გზა გამოიარა დღემდე. დიდი იყო მოსწავლეების დაინტერესება და ჩართულობა როგორც სალექციო, ისე პრაქტიკული ნაწილისადმი.

ქართული ენის კვირეულის მნიშვნელოვანი ნაწილი გახლდათ მე-6ა კლასში ისტ-ის პედაგოგთან - ხათუნა ჯალაღონიასთან ერთად, დაგეგმილი და განხორციელებული ინტეგრირებული გაკვეთილი, რომელიც მრავალფეროვანი აქტივობებით გამოირჩეოდა მოსწავლეებმა ისაუბრეს ქართული ენის მნიშვნელობაზე, ისტორიულ კულტურულ მემკვიდრეობაზე, სახელმწიფო ენის სტატუსზე.

მათ ბროშურები შემდეგი სათურებით შექმნეს:

  • ქართული ენის დღე;
  • დავიცვათ ქართული ენა;
  • რა ენა წახდეს ერიც დაეცეს.

მოსწავლეებმა კომპიუტერული ტექნოლოგიის გამოყენებით გააფორმეს და გაამოაქვეყნეს კედლის გაზეთი.

გაკვეთილის დასრულების შემდეგ, მე-6 კლასის მოსწავლეები, პედაგოგთან ერთად, წალენჯიხის საქალაქო ბიბლიოთეკას ეწვივნენ. მათ ბიბლიოთეკის ადმინისტრაციამ გააცნო და დათვალერებინა წიგნსაცავი, სამკითხველო დარბაზში მოსწავლეებმა წაიკითხეს ქართული მწერლობის და პოეზიის შედევრებიდან ამონარიდები.

როგორც სკოლაში ამბობენ, ქართული ენის დღის კვირეული დასრულდა, თუმცა მრავალჟამიერ გაგრძელდება.

„მადლობა ქალბატონ ქეთო ღვინჯილიას, ასე რომ უღვივებს ქართული ენის სიყვარულს მოზარდებს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები და ნამუშევარი ბმულზე:

ბმული

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დეტალები

იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია

ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას

სკოლის დირექტორმა, ნინო ღლონტმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება დიდი სიყვარულით მიულოცა

სასკოლო საზოგადოების გულთბილმა დახვედრამ მოსწავლეებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება