| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისის N28 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში არაერთი საინტერესო აქტივობა და ღონისძიება იმართება.
ამჯერად, სკოლის V კლასში ჩატარდა ️პროექი-გაკვეთილი „მეგრული სამზარეულო“. მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაციები იმის შესახებ, თუ როგორ მზადდება მეგრული კერძები.
გაკვეთილზე წარდგენილი იყო: ღომი, მეგრული ხაჭაპური, ელარჯი, სულგუნი, ხარჩო, საცივი, ჭადი, ჭვიშტარი, ჭყინტი ლობიო მეგრულად.
️პროექტი ძალიან საინტერესო იყო. მოსწავლეები თავად მონაწილეობდნენ თითოეული კერძის მომზადებაში, სადაც შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს და ახალი უნარები შეიძინეს.
მოსწავლეთა მომზადებული კერძები ჟიურის წევრებმა შეაფასეს ვიზუალურად და დაგემოვნებით.
„პროექტი მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ „კეთებით სწავლებას“ უწყობს ხელს და სწავლისადმი მოტივაციას ზრდის“, - აღნიშნავენ სკოლაში.
️სკოლაში მშობლებს დახმარებისა და გვერდით დგომისთვის მადლობას უხდიან.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს
ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს
პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ