სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სამტრედიის N4 სკოლის IV კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ მარინე აბულაძის ხელმძღვანელობით, დედაენის დღე საინტერესოდ აღნიშნეს
17-04-2024
-
+


სამტრედიის N4 საჯარო სკოლის პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი მოსწავლეებს საინტერესო აქტივოებებს სთავაზობს.

ამჯერად, დაწყებითი კლასების მასწავლებელმა - მარინე აბულაძემ, IV კლასის მოსწავლეებთან ერთად, დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული გამართა.

კვირეულს წინ უძღოდა ეროვნული დღესასწაულის მოკლე მიმოხილვა, რაზეც მოსწავლეებს კლასის დამრიგებელი ამომწურავად ესუბრა. დაიგეგმა პროექტი - „ჩვენი წიგნი, ჩვენი დედა, ჩვენი ენა ქართული“. მოსწავლეები გაეცნენ ინფორმაციას, თუ რატომ აღინიშნება 14 აპრილს დედაენის დღე.

გარდა ამისა, საკლასო ოთახში მხატვრული კითხვის დღე გაიმართა, პატარები ემოციებს ვერ მალავდნენ და მთელი გრძნობით კითხულობდნენ ლექსებს. გაკვეთილი დატვირთული იყო სხვადასხვა აქტივობით. მოსწავლეებმა იაკობ გოგებაშვილის მოთხრობების მიხედვით, ჟურნალი და კედლის გაზეთი დაამზადეს. 

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ახალი სახელმძღვანელოები I, V, VII, IX, X კლასებში იქნება - ცნობილია, რომელ სკოლას რამდენი კომპლექტი გადაეცემა

ლიმონათსა და სასმელ წყალში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა

მასწავლებლისა და მოსწავლეების ახალი სახელმძღვანელოები 3-დან 6 ლარამდე ეღირება

საბავშვო ბაღებისთვის - სკოლამდელი განათლების პროგრამას შეეხება

აბიტურიენტების ცნობარის საბოლოო ვერსია - ნახეთ, ხომ არ გაუქმდა თქვენს მიერ არჩეული პროგრამა

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს ულოცავენ ჯილდოს მიღებას და მათ ნათელ და წარმატებულ მომავალს უსურვებენ

„უმაღლესი შედეგებით ჩააბარეს ჩვენმა აბიტურიენტებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები“

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება