სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბეჟანოს საჯარო სკოლაში ქართული ენის დღეს ლამაზი ღონისძიება მიეძღვნა
17-04-2024
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟანოს საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, მნიშვნელოვანი თარიღები შესაბამისად აღინიშნება. 

ამჯერად, სკოლაში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. მასში მე-6 და მე-7 კლასის მოსწავლეები დიდი მონდომებითა და პასუხისმგებლობით მონაწილეობდნენ.

ღონისძიებაზე საზეიმო განწყობა იყო, რადგან მოსწავლეებმა იმღერეს, ლექსები წაიკითხეს და ქართული ცეკვები შეასრულეს. მათ იაკობ გოგებაშვილის მოღვაწეობაზე ისაუბრეს და ცოდნა გამავლინეს.

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

მაწავლებელს პატიმრობა შეეფარდა - საქმე მოსწავლის მიმართ გარყვნილ ქმედებას ეხება

როდის ვთესავთ ჯეჯილს სააღდგომოდ - რა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ის ხასხასა და ლამაზი იყოს

ლოჯისტიკის სამმართველო სახელი შეეცვალა და ღონისძიებების სამმართველოდ გადაკეთდა - მინისტრის ბრძანება 

პიროვნება

„ყველანაირი სიკეთე, რომელიც დედამიწაზე არსებობს, სკოლიდან უნდა წაიღოს მოსწავლემ“ - დირექტორები აუცილებელ უნარებზე საუბრობენ, რომლებიც ბავშვებმა სკოლაში უნდა გამოიმუშაონ

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს დვაბზუს საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი ნათელა ღლონტი პასუხობს

სკოლები
საინტერესო

„მინდოდა სოფლის მეურნეობის მუშაკი ან ზოოტექნიკოსი გამოვსულიყავი... რაზე ოცნებობდა პატრიარქი ახალგაზრდობისას“

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

ახალგაზრდებში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების პოპულარობა პერიოდულად იცვლება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება