სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ახალშენის N2 სკოლის მოსწავლეებმა დედაენის დღე მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული ღონისძიებით აღნიშნეს
17-04-2024
-
+


ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის N2 საჯარო სკოლაში დედანის დღე საინტერესოდ აღინიშნა.

სკოლის მე-5 და მე-7 კლასების მოსწავლეებმა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - ირმა მალაყმაძის ორგანიზებით, დედაენის დღის აღსანიშნავად გამართეს ღონისძიება, სადაც წარადგინეს ლექსები, სიმღერები, რათა კიდევ ერთხელ შეესხათ ხოტბა ქართული ენისთვის და წარმოეჩინათ მისი სიდიადე.

მათ ასევე თემატური პლაკატი შექმნეს და აღნიშნეს, რომ მშობლიურ ენას მოვლა და მოფრთხილება სჭირდება.

„14 აპრილი დედაენის დღეა! ყველასგან გამორჩეული და განსაკუთრებულია ჩვენი დედაენა, რომელსაც სიყვარულისა და პატივისცემის ნიშნად ქართველმა ხალხმა ძეგლი დაუდგა. ღმერთმა ქნას ეს სიყვარული და პატივისცემა არასოდეს განელდეს და ყოველი ქართველის გულში მარად ენთოს ჩვენი ქვეყნის სადიდებლად!“, - აღნიშნავენ სკოლაში.

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„თბილისობა 2026“-ის ღონისძიებების პროგრამა ლოკაციების მიხედვით ცნობილია

რა მიზნებს უნდა მიაღწიონ მოსწავლეებმა საფეხურების მიხედვით

მესამე შანსი ორჯერ ჩაჭრილი აბიტურიენტებისთვის - NAEC ხელახალ რეგისტრაციას აცხადებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება