სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ქართული მარტო ენაა?! ქართული ქართველთ რწმენაა“ - დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლის მოსწავლეთა დედაენის დღისადმი მიძღვნილი შთამბეჭდავი ღონისძიება
17-04-2024
-
+


ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან სასწავლო პროცესს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლის VIბ კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელ ირმა დარჩიძის ხელმძღვანელობით, წარადგინეს დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „ქართული მარტო ენაა?! ქართული ქართველთ რწმენაა“.

მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მიულოცეს დედაენის დღე, ისაუბრეს ქართული ენის როლსა და მის მნიშვნელობაზე, ენის სიწმინდეზე. მათ, ასევე ქართულ ენასთან დაკავშირებით, სკოლაში წარადგინეს ცნობილი ქართველი და უცხოელი საზოგადო მოღვაწეების გამონათქვამები, ლექსები.

ღონისძიებაში მონაწილეობდა სკოლასთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი „იმედი“, რომლის ქორეოგრაფი ზურაბ წულაძე გახლავთ.

ეს დღე ძალიან საინტერესო და ემოციური იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დეტალები

იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია

ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას

სკოლის დირექტორმა, ნინო ღლონტმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება დიდი სიყვარულით მიულოცა

სასკოლო საზოგადოების გულთბილმა დახვედრამ მოსწავლეებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება