სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ყვარლის N2 სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის წევრებმა, დედაენის დღესთან დაკავშირებით, ბროშურები დაამზადეს
17-04-2024
-
+


ყვარლის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს, ის საინტერესო აქტივობებითაა გაჯერებული.

მათ შორის, სამოქალაქო განათლების კლუბის წევრებმა ბროშურები - „მომავალი ჩვენია“ დაამზადეს. მათი სადებიუტო გამოცემა მაღალი ხარისხით, ფერადი ილუსტრაციებით, მრავალფეროვანი შინაარსითა და მნიშვნელობით გამოირჩეოდა. ახლა კი სასკოლო საზოგადოებამ მეორე გამოცემაც იხილა. იგი დედაენის დღეს მიეძღვნა. მოსწავლეებმა შემდეგ საკითხებზე იმუშავეს:

  • ოთო დოლმაზაშვილმა დედაენის დღისადმი მიძღვნილი მასალები მოამზადა;
  • თათა გიგაშვილი - „1989 9 აპრილი“;
  • დათი საქუაშვილი - „ყვარლის ციხე“;
  • დათი საქუაშვილი, ოთო დოლმაზაშვილი - „მკითხველთა კლუბის შესახებ/ მზია ბაიდოშვილი“;
  • ანი ნემსაძე - „ადამიანის უფლებები“;
  • ელენე ჩხეიძე - „ხელოვნება“;
  • ქეთი რუსიშვილი - „საქართველოს ხელოვნება“;
  • მარიამ იორდანიშვილი - „მუსიკა“;
  • ნინო კონჭოშვილი - „ტექნოლოგიური მეცნიერებები“;
  • ნინი დოლმაზაშვილი - „სპორტი“;
  • მარიამ სეფაშვილი, ნინი დოლმაზაშვილი - „ინტერვიუ ვატო ხარებაშვილთან“.
მათი ნამუშევარი მართლაც ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი იყო. 

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო განათლების კლუბი მართლაც აქტიურად ფუნქციონირებს. ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ელისო ბუშელაშვილი კი მისი დაარსების დღიდან დღემდე, უკვე სამი წელია, რაც საინტერესო საქმიანობას ეწევა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ამ დროის განმავლობაში, არაერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტი განხორცილებულა - მათ შორის, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში; ასევე, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისათვის თანასკოლელებისათვის საინტერესო ღონისძიება სკოლის სააქტო დარბაზში; აღსანიშნავია, „დავითობის“ - მეფე დავით აღმაშენებლისადმი მიძღვნილი ღონისძიება. 

გასული წლის 30 მაისს, სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, ყვარლის მუნიციპალიტეტში არსებული პარტნიორი სკოლების მოსწავლეები გრემში არსებულ საზოგადოება და სოციალურ საწარმო - თემს ჯგუფურად ესტუმრნენ. ორგანიზაციის წარმომადგენელმა ახალსოფლის N1, ახალსოფლის N2, გავაზის, ყვარლის N1 და ყვარლის N2 საჯარო სკოლების მოსწავლეებს და სამოქალაქო განათლების პედაგოგებს „თემის“ საქმიანობისა და მუშაობის პრინციპების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

ასევე, გასული წლის 22 დეკემბერს მე-8, მე-9 და მე-10 მოსწავლეები და მე-10 კლასის დამრიგებელი დარე იმერლიშვილი საქველოქმედო ვიზიტით წითელი ჯვრის ყვარლის რაიონულ ორგანიზაციაში იმყოფებოდნენ. მოსწავლეებს ბენეფიციარებისათვის შემოწირულობებისათვის მადლობა გადაუხადეს და სოციალურმა მუშაკებმა წითელი ჯვრის ორგანიზაციის ისტორია და მუშაობის სპეციფიკა გააცნეს. შეხვედრა თბილი და ნაყოფიერი აღმოჩნდა. მოსწავლეთა ნაწილი მოხალისეთა რიგებშიც ჩაეწერა. დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობის გზები ყვარლის N2 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბისა და აღნიშნულ ორგანიზაციას შორის. ეს ყველაფერი კი მხოლოდ მცირე ჩამონათვალია.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დეტალები

იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია

ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას

სკოლის დირექტორმა, ნინო ღლონტმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება დიდი სიყვარულით მიულოცა

სასკოლო საზოგადოების გულთბილმა დახვედრამ მოსწავლეებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება