სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები დედაენის დღესთან დაკავშირებით, ილია ჭავჭავაძის მუზეუმს ესტუმრნენ
17-04-2024
-
+


ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედანის დღე ორიგინალურად აღნიშნეს.

ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეები სტუმრობდნენ ილია ჭავჭავაძის მუზეუმს.

საინტერესო და შთამბეჭდავი ექსკურსიის შემდეგ, მოსწავლეებმა მოისმინეს საგანმანათლებლო პროგრამა „ილიას როლი აჭარაში“, ჩაერთნენ პრაქტიკული აქტივობაში და შექმნეს გაზეთი „განთიადი“, სადაც განათავსეს წერილები აქტუალურ თემებზე: ენის სიწმინდეზე, ბარბარიზმების მომძლავრებაზე, სპორტსა და გარემოს დაცვაზე.

„გაზეთს რედაქტორობდა მირიან ცეცხლაძე, მხატვრული გაფორმება ნინი მამუშაძემ ითავა, სხვები კი წერილებს წერდნენ. საინტერესო გაზეთი გამოვიდა“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მოსწავლეებსა და მასწავლებელს გადაეცათ სერტიფიკატი.

საგნის მასწავლებელი ნატალია შოთაძე დიდი მადლობას უხდის ეკა მამულაძეს, საინტერესო და მრავლისმომცველი გიდობისთვის, ასევე მოსწავლეებს.

„დაე ეს დღე ყოფილიყოს საწინდარი საამაყო მამულიშვილებად აღზრდისა, მადლობა მშობლებს, გვეამაყოს ჩვენი მომავალი თაობებით“, - ამბობს საგნის მასწავლებელი ნატალია შოთაძე.

ეს დღე ნაყოფიერი და ძალიან საინტერესო იყო.

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ლიმონათსა და სასმელ წყალში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა

მასწავლებლისა და მოსწავლეების ახალი სახელმძღვანელოები 3-დან 6 ლარამდე ეღირება

საბავშვო ბაღებისთვის - სკოლამდელი განათლების პროგრამას შეეხება

აბიტურიენტების ცნობარის საბოლოო ვერსია - ნახეთ, ხომ არ გაუქმდა თქვენს მიერ არჩეული პროგრამა

შეასრულეს თუ არა მოსწავლეებმა დავალებები ელექტრონულ ჟურნალში აისახება

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება