სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ხმათა ხავერდების და ღმერთების ენავ!“ - სადღესასწაულო ლიტერატურული ღონისძიება ბარდნალის საჯარო სკოლაში
17-04-2024
-
+


ლადო ასათიანის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალის საჯარო სკოლაში ეროვნული დღესასწაულები ყოველთვის განსაკუთრებულად აღინიშნება. 

რასაკვირველია გამონაკლისი არც დედაენის დღე ყოფილა, რომელსაც სადღესასწაულო ლიტერატურული ღონისძიება - „ხმათა ხავერდების და ღმერთების ენავ!“, მიეძღვნა. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიება მრავალფეროვანი აქტივობებით გამოირჩეოდა: საინტერესო პრეზენტაციებით წარდგნენ მსმენელთა წინაშე მეთორმეტეკლასელები: მართა ვეკუა და მარიტა ჭაბუკიანი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელის მთვარისა ახვლედიანის ხელმძღვანელობით;

ასევე საინტერესო იყო მეათეკლასელი სალომე ჯიაძისა და მეთერთმეტეკლასელი ანა ვეკუას პრეზენტაციები, მათ, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნათია ხაბულიანი ხელმძღვანელობდა. 

მეორე-მერვე კლასების მოსწავლეებმა ღონისძიებაზე წარადგინეს საინტერესო კალიგრაფიული ნამუშევრები, მათი საგნის მასწავლებლები მანანა ომანაძე, სოფიო მიქაძე, მარიკა ხაბულიანი და მთვარისა ახვლედიანი გახლავთ. 

განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა მესამეკლასელთა მიერ შესრულებულმა ორიგინალურმა ნამუშევრებმა - მისალოცმა ბარათებმა და ქართული ანბანის ასოებით მოხატულ-მოკაზმულმა კონვერტებმა, შემოქმედებით აქტივობებზე მოსწავლეებმა მასწავლებლის, სოფიო მიქაძის ხელმძღვანელობით იმუშავეს. 

ამავე კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ ლადოს ლექსების მხატვრული კითხვის კონკურსში და ბოლოს, გამოვლინდნენ ნორჩი დეკლამატორები.

აღსანიშნავია, რომ მეექვსეკლასელთაგან გამოვლინდა საუკეთესო „კინგსელიც“ - მათე ვეკუა, რომლის საგნის მასწავლებელიც მთვარისა ახვლედიანი გახლავთ. 

უფროსკლასელთა ინტელექტუალურ კონკურსში კი გაიმარჯვა მეთორმეტეკლასელმა მართა ვეკუამ, საგნის მასწავლებელი ასევე მთვარისა ახვლედიანია. 

აღსანიშნავია, რომ საზეიმო ღონისძიებაში აქტიურად ჩართული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ სიგელებით, საგნის მასწავლებლებს კი, დირქციამ გულითადი მადლობა გადაუხადა გაწეული შრომისთვის. 

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას მთელი სასკოლო საზოგადოება ესწრებოდა, რომელთაც დასრულების შემდეგ კმაყოფილება გამოხატეს.

„ჩვენ გვიყვარს ჩვენი მშობლიური ენა!“, - ამ გზავნილით კი, დასრულდა შთამბეჭდავი ღონისძიება.

იხილეთ ფოტოები: 

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დეტალები

იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია

ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას

სკოლის დირექტორმა, ნინო ღლონტმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება დიდი სიყვარულით მიულოცა

სასკოლო საზოგადოების გულთბილმა დახვედრამ მოსწავლეებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება