| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჩხეთურის საჯარო სკოლაში დედაენის დღე საინტერესოდ აღინიშნა.
სკოლაში, ამ დღისადმი მიძღვნილი საღამო „ქართული მარტო ენაა?“ ჩატარდა, რომელშიც სკოლის თითოეული მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული.
მათ წაიკითხეს დედაენის შესახებ შექმნილი ლექსები, უარი თქვეს ჭარბი რაოდენობით უცხო სიტყვების გამოყენებაზე, რადგან ქართული ენა მდიდარია ლექსიკური ფორმებით. ბავშვებმა, დამსწრე საზოგადოებას მოუწოდეს მაქსიმალურად გამოიყენონ ქართულ სიტყვათა მარაგი.
„მოვუაროთ და გავუფრთხილდეთ, დავიცვათ ჩვენი მშობლიური ენა, დავუბრუნოთ უწინდელი მშვენება, ვისაუბროთ ულამაზესი ქართულით. ყველას ვაუწყოთ ჩვენს სიმდიდრესა და განძზე“, - აღნიშნავენ სკოლაში.
შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს
ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს
პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ