სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N7 საჯარო სკოლის რესურსოთახი საჭირო საკანცელარიო ნივთებით აღიჭურვა 
17-04-2024
-
+


ქუთაისის N7 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას საზოგადოებაში აქტუალურ თემებსა და გამოწვევებზე განსაკუთრებული ყურადღება ექცევა. 

ცხადია, სკოლაში განსაკუთრებულად აღინიშნა აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღეც, რომელშიც მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ. 

„ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით“, „ერთად ვქმნით შესაძლებლობებს“ - ამ გზავნილებით, მოსწავლეებმა საზოგადოებას მეტი ინფორმირებულობისა და სოლიდარობისკენ მოუწოდეს.

მოსწავლეებმა ასევე აღნიშნეს, რომ ამ დღის აღნიშვნის მიზანია, გაზარდოს საზოგადოების ცნობიერების დონე და ხელი შეუწყოს აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანების ფუნდამენტალური უფლებების დაცვას.

სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობისა და სამოქალაქო კლუბის წევრების, ასევე, პედაგოგების: ინგა კვერნაძის, ხელოვნების პედაგოგის; ზაირა ტყაბლაძის, სამოქალაქო კლუბის მეურვისა და მოსწავლეთა თვითმმართველობის ფასილიტატორის ორგანიზებით განხორციელდა საქველმოქმედო აქცია და სკოლის რესურსოთახს გადაეცა საჭირო საკანცელარიო მასალა. 

შეხვედრაზე მოსწავლეებს სპეცმასწავლებელი მარინა ქურასბედიანი ესაუბრა აუტისტური სპექტრის აშლილობის (ასა) შესახებ. 

„აუტიზმი მდგომარეობაა“, „მიმღებლობა მნიშვნელოვანია“, „შევქმნათ ინკლუზიური გარემო“, -  ამ მოწოდებებით კი დასრულდა დღე. 

შეგახსენებთ, რომ 2007 წლის 18 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2 აპრილი აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღედ გამოაცხადა. აუტიზმის მსოფლიო დღის აღნიშვნის მიზანია, გაზარდოს საზოგადოების ცნობიერების დონე აუტიზმთან ​დაკავშირებით. ასევე ხელი შეუწყოს აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვასა და რეალიზაციას.

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საყურადღებოდ NAEC განცხადებას ავრცელებს

მიკროავტობუსი, რომელსაც 15 მოსწავლე გადაჰყავდა, ავარიაში მოყვა - დეტალები

იანვრიდან სკოლისა და ბაღის მასწავლებლების ხელფასი გაიზრდება - 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი ცნობილია

ცვლილებები 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება - ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პროექტი მიზნად ისახავდა მოსწავლე- ახალგაზრდებში ქართული კინოს პოპულარიზაციას

სკოლის დირექტორმა, ნინო ღლონტმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება დიდი სიყვარულით მიულოცა

სასკოლო საზოგადოების გულთბილმა დახვედრამ მოსწავლეებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება