სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ენა არის ერის სული და ერის სული არის მისი ენა“ - ბოდბისხევის საჯარო სკოლის V კლასის მოსწავლეთა საინტერესო ღონისძიება
16-04-2024
-
+


სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევის საჯარო სკოლაში საინტერესო აქტივობებით გაჯერებული ღონისძიება გაიმართა.

„ენა არის ერის სული და ერის სული არის მისი ენა“,- სწორედ ამ სიტყვებით დაიწყო 15 აპრილს დილა სკოლაში. პედაგოგ მაია ალხანაშვილის სადამრიგებლო V კლასის მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას დედაენის დღე მიულოცეს.

მოსწავლეებმა ამ დღეს მასწავლებლებს ბროშურები გადასცეს და შეახსენეს, რომ ენას მოფრთხილება სჭირდება, რადგან „რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს“...

სკოლაში, მთელი დღის განმავლობაში, დედაენაზე სხვადასხვა სიმღერა სრულდებოდა. მოსწავლეებმა ქართველი პოეტების ლექსები მოისმინეს, რომელთაც თავად ავტორები კითხულობდნენ. გარდა ამისა, ჩატარდა კალიგრაფიის კონკურსი და გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ.
 
ღონისძიების დასასრულს, V კლასის მოსწავლეებმა სიამაყით განაცხადეს, რომ ქართული მარტო ენა არაა, რომ ქართული ქართველთ რწმენაა.
 
ბოდბისხევის საჯარო სკოლა მადლობას უხდის V კლასის მოსწავლეებს და მათი კლასის ხელმძღვანელს მაია ალხანაშვილს, დედაენის დღისადმი მიძღვნილი აქტივობისთვის.

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მეორადი ჩარიცხვები 14 სექტემბრიდან დაიწყება - დეტალური ინსტრუქცია უმაღლესების მიღმა დარჩენილი აბიტურიენტებისთვის

საქართველოში მოსწავლეები განათლების საერთაშორისო სტანდარტს 2-3 წლით ჩამორჩებიან - ბავშვების 80 პროცენტი გაკვეთილებს მუდმივად აცდენს

გამოცდის ქულები ცნობილია - შედეგების ნახვა სპეციალური კოდის მეშვეობით შეუძლიათ

პიროვნება

დირექტორის შეფასებით, მიღწეული შედეგები სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეების ერთობლივი, მიზანმიმართული შრომის შედეგია

სკოლები

„მცირე კონტინგენტი საშუალებას გვაძლევს, რომ თითოეულ ბავშვზე ინდივიდუალურად ვიმუშაოთ“ - 

„მივესალმები ფორმების შემოღებას, მოსწავლე უბრალოდ უნდა გამოირჩეოდეს იმით, რომ ის მოსწავლეა“

 

 

 

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება