სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მოსწავლის -  ხატია ბაკურაძის წარმატება ნახატების საერთაშორისო ფესტივალზე
16-04-2024
-
+


ქუთაისის N40 საჯარო სკოლას ბევრი გამორჩეული მოსწავლე ჰყავს, რომლებიც არა მხოლოდ ადგილობრივი მასშტაბით აღწევენ წარმატებას, არამედ ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. ისინი ხელოვნებისა და სპორტის სხვადასხვა სახეობაში არიან ჩართულნი და გამოირჩევიან მიზანსწრაფულობით, გონიერებით, შრომისმოყვარეობით.

ამჯერად, სკოლა მე-8ა კლასის (კლ.ხელმძღვანელი თეა მეშველიანი) წარჩინებულ მოსწავლეს-  ხატია ბაკურაძეს გვაცნობს. ის ხატვითაა გატაცებული და აპირებს ხელოვნების ამ დარგს საფუძვლიანად დაეუფლოს. ხატია აქტიურად მონაწილეობს კონკურსებსა და გამოფენებში და მისი ნამუშევრები მოწონებას იმსახურებს.

21-26 მარტს პრაღაში N studia-ს პარტნიორების ორგანიზებით გაიმართა საერთაშორისო ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობდნენ ავსტრიის, ბულგარეთის, უკრაინის, რუმინეთის, სერბეთის, პოლონეთის, ესტონეთის და საქართველოს ხელოვანი ბავშვები. ქუთაისიდან შეირჩა ახალგაზრდული ცენტრის ვოკალური და სამხატვრო სტუდიების შემოქმედი ბავშვები. რჩეულ 11 ახალგაზრდას შორის იყო ხატია ბაკურაძეც.

საფესტივალო პროგრამის ფარგლებში ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მოეწყო ნახატების გამოფენა. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ავტორს თავად უნდა აერჩია თემატიკა და დაეხატა განსაზღვრულ დროში. ხატიამ მეგრულ-კოლხური მითოლოგიიდან აირჩია სიუჟეტი და შექმნა ულამაზესი ტყაშმაფა. მისმა ნახატმა უმაღლესი შეფასება და უცხოელი სპეციალისტებისა და მნახველების მოწონება დაიმსახურა. მას გადაეცა სპეციალური მედალი.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ხატიამ არა მხოლოდ თავისი ნახატით დაიმსახურა ფესტივალის მონაწილეთა მოწონება და სიყვარული, არამედ თავი გამოიჩინა კომუნიკაციის უნარით. ის სრულყოფილად ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს. ფესტივალის მონაწილეები ძირითადად ინგლისურად ურთიერთობდნენ. როცა ბავშვებს რამის გადათარგმნა გაუჭირდებოდათ, ხატია იყო მათი თარჯიმანი.

„შთაბეჭდილებებით აღსავსე დაბრუნდა ხატია მშობლიურ სკოლაში დიდი გეგმებითა და მიზნებით. ვუსურვოთ წარმატებები და დასახული მიზნების ასრულება ჩვენს ნიჭიერ და პერსპექტიულ მოსწავლეს“,- სიამაყით აღნიშნავენ ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება