სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, ეტალონი, საინტერესო

წალენჯიხაში „გუნდური ეტალონი“ მიმდინარეობს
11-04-2024
-
+


„ეტალონის“ 2024 წლის გაზაფხულის სეზონის ღონისძიებები 10 აპრილს დაიწყო. დღეს კი პროექტს წალენჯიხა მასპიძლობს. წალენჯიხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ქალბატონი ლირა ღურწკაიას მიწვევითა და ორგანიზებით ღონისძიება ღია ცის ქვეშ წალენჯიხის N4 საჯარო სკოლის ეზოში მიმდინარეობს. 

ღონისძიებას ესწრებიან რესურსცენტრისა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები. შეჯიბრს კი „ეტალონის“ ავტორი და უცვლელი წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვება. 

 


ინტელექტის და ცოდნის ზეიმში მუნიციპალიტეტის სკოლების მე-6 და მე-7 კლასელებისგან დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობენ. ღონისძიების შედეგად გამოვლინდება წალენჯიხის „ეტალონი გუნდი“. თითოეული გუნდი 5 მოსწავლისგან შედგება. გუნდებს ჰყავთ არჩეული კაპიტანი მოსწავლე, რომელსაც გუნდის ხელმძღვანელობა და გადაწყვეტილების მიღების პასუხისმგებლობა აკისრია. 

2024 წლის „წალენჯიხის ეტალონი გუნდის“ ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 27 სკოლის 135 მოსწავლე ეჯიბრება. გამარჯვებულის ვინაობა კი 20 კითხვის შედეგად გახდება ცნობილი. 


მოსწავლეებს სიტყვით მიმართა და წარმატებები უსურვა წალენჯიხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ლირა ღურწკაიამ. 

ღონისძიების მსვლელობისას სპეციალური დიპლომებით დაჯილდოვდებიან izrune.ge-ში ჩართული გამორჩეულად წარმატებული მოსწავლეებიც. 

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება