TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

KIU-ს კიბერუსაფრთხოების სასწავლო კურსებზე ახალი ნაკადის მიღება გამოცხადდა
10-04-2024
-
+


ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) კიბერუსაფრთხოების საფუძვლების, ეთიკური ჰაკერისა და ეთიკური ჰაკერის პრაქტიკულ სასწავლო კურსებზე მსმენელების მესამე ნაკადის მიღებას აცხადებს.

კურსები KIU-ში 2023 წლიდან ხორციელდება და ისინი განკუთვნილია როგორც დამწყებთათვის (კიბერუსაფრთხოების საფუძვლები), ისე საშუალო რგოლისა (ეთიკური ჰაკერი) და გამოცდილი (ეთიკური ჰაკერის პრაქტიკული კურსი) სპეციალისტებისთვის.

კურსების მიზანია კიბერუსაფრთხოების დარგში კვალიფიციური და კონკურენტუნარიანი სამუშაო ძალის, ასევე დასაქმების ბაზარის მოთხოვნების შესაბამისი ცოდნითა და უნარებით აღჭურვილი სპეციალისტების მომზადება. USAID-ისა და KIU-ს ერთობლივმა პროექტმა მიაღწია თვალსაჩინო შედეგებს. დღეს KIU-ს კიბერუსაფრთხოების ტრენინგის მონაწილეები არა მხოლოდ აგრძელებენ სწავლას, არამედ წარმატებით მუშაობენ და იყენებენ მიღებულ განათლებას საკუთარ საქმიანობაში.  პროგრამა უკვე გაიარა 350-მდე მონაწილემ, მათგან თითქმის 50% ქალია. 

გასულ წელს KIU გახდა აშშ-ში დაფუძნებული EC-Council-ის, მსოფლიოში უდიდესი კიბერუსაფრთხოების ტექნიკური სერტიფიცირების ორგანოს აკადემიური პარტნიორი.

კიბერუსაფრთხოების კურსებზე სწავლება ხორციელდება ქართულ და ინგლისურ ენებზე (აუცილებელია ინგლისური ენის B1 დონეზე ცოდნა) ჰიბრიდულ რეჟიმში, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კამპუსში და ონლაინ. წარმატებული კურსდამთავრებულები მიიღებენ EC-Council-ის საერთაშორისო გამოცდის ვაუჩერს.

EC Council არის მსოფლიოში უდიდესი კიბერუსაფრთხოების ტექნიკური სერტიფიცირების ორგანიზაცია. იგი საქმიანობს გლობალურად, 145 ქვეყანაში და EC Council-ის საერთაშორისო სერტიფიკატი გახლავთ კიბერუსაფრთხოების დარგში მაღალი კვალიფიკაციის დასტური.

კურსები არის უფასო და დაფინანსებულია KIU-ს და USAID-ის ხუთწლიანი პროგრამის - „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ ფარგლებში.

საგაზაფხულო ტრენინგები ეტაპობრივად დაიწყება. პირველ ეტაპზე ცხადდება მონაწილეთა მიღება კიბერუსფართხოების საფუძვლებზე. სწავლა 18 აპრილიდან, ონლაინ რეჟიმში დაიწყება, დეტალური ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

პიროვნება
სკოლები

„ჩუმად, ხეს ფოთოლი წყდება...“ - ასე ჩუმად, ლამაზად და სიყვარულით დაიბადა კიდევ ერთი დაუვიწყარი შემოქმედებითი დღე“

სკოლაში მოსწავლეებმა საოცარი საშემოდგომო განწყობა დაატრიალეს

I, II, III და IV კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით, სკოლაში შემოდგომის ზღაპარი გაცოცხლდა
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება