სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კვალითის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა საქართველოს შესახებ ინგლისურენოვანი პროექტი განახორციელეს
12-04-2024
-
+


ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ კვალითის საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს აძლევენ როგორც ხარისხიან საგნობრივ განათლებას, ასევე მათი პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებაზე ზრუნავენ. 

ახლახან, კვალითის საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებმა ინგლისურ ენაზე წარმოადგინეს პროექტი საქართველოს შესახებ. პრეზენტაციაზე მათ ისაუბრეს საქართველოს, მისი მხარეების, ღირსშესანიშნავი და ისტორიულ-კულტურული ძეგლების შესახებ.

ასევე, ინგლისური ენის პედაგოგ თეა ნებიერიძესთან ერთად, გაიხსენეს 1989 წლის 9 აპრილი და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს გარდაცვლილთა ხსოვნას. მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაეწერა ტრაგედიისა და, ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ.

პრეზენტაციის დასასრულს კი მოსწავლეებმა და მასწავლებელმა ერთხმად აღნიშნეს, რომ ჩვენ ვართ ქართველები და ჩვენ ვართ ევროპელები აგრეთვე.

„მადლობა მინდა გადავუხადო მოსწავლეებსა და სკოლის დირექციას გვერდში დგომისთვის“,- აღნიშნავს ინგლისური ენის პედაგოგი თეა ნებიერიძე.

იხილეთ ვიდეომასალა:


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

პრეტესტში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და არ ითვალისწინებს შეფასებას

პირობითი აკრედიტაციის ვადა მცირდება - ცვლილება უმაღლეს განათლების შესახებ კანონში

ზოგადი განათლების კანონში ორი ცვლილება შედის - დეტალები

„მასწავლებლების სიყოჩაღე რომ არა, წარმოდგენაც არ მინდა, რა შეიძლება მომხდარიყო... დამატებით, გაჩუმებას გვთხოვენ, რომ არ გახმაურდეს ამბავი“

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

საანბანო პერიოდის დაწყებასთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა

პედაგოგები პირველკლასელებს საანბანო პერიოდის დაწყებას კიდევ ერთხელ ულოცავენ

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება