სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N17 სკოლის მოსწავლეები საინტერესო საგანმანათლებლო პროექტში ჩაერთნენ და AI-ს დახმარებით, კონკრეტული პრობლემების გადაჭრის გზები იპოვეს
05-04-2024
-
+


ქუთაისის N17 საჯარო სკოლაში დიდი ყურადღება ეთმობა მოსწავლეთა წახალისებას, აქტიურად ჩაერთონ სხვადსხვა საგანმანათლებლო ინიციატივაში და თავიანთი იდეები ფართო საზოგადოებას გააცნონ. 

ამჯერად, მე-73 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ „ალტე უნივერსიტეტის“ საინფორმაციო ტექნოლოგიების სკოლის მიერ ორგანიზებულ პროექტში - Teens In AI 2024.

აღსანიშნავია, რომ Teens In AI-მ 2018 წლიდან მსოფლიოს 45 ქვეყნის 12 000 თინეიჯერი გააერთიანა, რათა AI-ს დახმარებით კონკრეტული პრობლემების გადაჭრის გზები ეპოვათ. პროექტი მიზნად ისახავს მოსწავლეებში ხელოვნური ინტელექტის პოპულარიზაციასა და ცნობიერების ამაღლებას.

ორ გუნდად დაკომპლექტებულ მოსწავლეთა გუნდებს მენტორობას უწევდნენ ინგლისური ენის პედაგოგები: ელეონორა ბრეგვაძე და სალომე ჭიჭინაძე.

აღსანიშნავია, რომ პროექტი ორი ეტაპისგან შედგებოდა:

11 – 19 თებერვალი – მომზადების კვირა;
15 – 17 მარტი – Techathon-ის კვირა.

Teens in AI-ის განმავლობაში, გუნდებმა შეიმუშავეს და განახორციელეს პროექტები, რომელიც ეხებოდა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებიდან ერთ-ერთ მიზანს და ტექნოლოგიებს, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით გადაჭრეს ამ მიზნის გარშემო არსებული პრობლემა.

აღსანიშნავია, რომ პრეზენტაცია ინგლისურ ენაზე მიმდინარეობდა. 

პროექტის დასასრულს მოსწავლეები და მასწავლებლები სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს ბაღში წარმოდგენილი სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება