სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სენაკის N7 საჯარო სკოლის თეატრალთა დასი - „ედელვაისი“ სასკოლო თეატრალური ოლიმპიადის ერთ-ერთი ნომინაციის გამარჯვებულია
04-04-2024
-
+


სენაკის N7 საჯარო სკოლის ნიჭიერი, შემოქმედებითი და მიზანდასახული მოსწავლეებს განვითარებაზე პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი ზრუნავს. ისინი, სასწავლო წლის განმავლობაში, სხვადასხვა საინტერესო აქტივობასა თუ ღონისძიებაში ერთვებიან. 

ამჯერად, სკოლის თეატრალთა დასი „ედელვაისი“ სასკოლო თეატრალურ ოლიმპიადაში მონაწილეობდა. დასის წევრებმა შესაძლებლობები წარმოაჩინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს, სპექტაკლი - სპექტაკლი „ბუნების მგოსნები“(ვაჟა- ფშაველა) წარადგინეს და ნომინაციაში - „საუკეთესო სარეჟისორო და კოსტიუმირებული სპექტაკლი“ გაიმარჯვეს. 

მათ შესაბამისი დიპლომი და სპექტაკლის ყველა მონაწილეს სამახსოვრო საჩუქარი გადაეცა. ჯგუფის ხელმძღვანელი მზია ბარქაია, რომელიც დასის განვითარებაზე აქტიურად ზრუნავს.

გარდა ამისა, ჟიურის სიმპათია დაიმსახურა სკოლის ორმა მოსწავლემ - გაბრიელ ადამიამ და გიორგი გადილიამ. მათ დიპლომები გადაეცათ. ასევე, ღონისძიების ერთ-ერთმა სპონსორმა ბრენდმა „მირგატიამ“ 50 ლარიანი ვაუჩერი აჩუქა. 

სკოლის დირექტორი ბიძინა ტაბაღუა სასკოლო საზოგადოებას ამ მიღწევას ულოცავს.

აღსანიშნავია, რომ თეატრალურ ფესტივალში 13 სკოლა და 200-მდე მოსწავლე ჩაერთო. 

„სენაკის მუნიციპალიტეტის თეატრალური ცხოვრების ისტორიაში, პირველად, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის ორგანიზებით, სასკოლო თეატრალური ოლიმპიადა, გაიმართა“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება